"ანორთოსისის" წაგებული გენერალური რეპეტიცია და "პაფოსის" ქეცბაიასადმი არარსებული პათოსი

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის 34-ე ტურში ქართველების "ანორთოსისი" "ოლიმპიაკოსთან" 0:2 დამარცხდა, რომელსაც თასის ფინალში შეხვდება.

"ანორთოსისს" ჩემპიონატზე სამეულში მოხვედრის შანსი დაკარგული აქვს, მთელი ყურადღება თასზე გადაიტანა და მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გიორგი ლორია და გიორგი ქვილითაია შეუცვლელად ათამაშა. ამ უკანასკნელმა 82-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ბუბა დაუშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი კი განაცხადში არ იყვნენ.

პირველ ტაიმში ფამაგუსტური გუნდის გამოცდილმა ხორვატმა ცენტრალურმა მცველმა ბრანკო ვრგოჩმა თქვენი მოწონებული ავტოგოლი გაუტანა ლორიას, მეორე ტაიმში კი ქართველი მეკარის კარი სტეფანოს ხარალამბუსმა დალაშქრა.

ქართველების გუნდს ჩემპიონატზე კიდევ ორი
მატჩი დარჩა ჩასატარებელი, ხოლო 15 მაისს, თასის ფინალში, "ოლიმპიაკოსს" ნიქოზიაში დაუპირისპირდება.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქეცბაიას "პაფოსი" ეპატიჟება, ამ კლუბმა ეს ინფორმაცია უარყო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული