"ანორთოსისის" მწვრთნელი თემურ ქეცბაია კვიპროსის ჩემპიონატზე "ოლიმპიაკოსთან" (0:2) მსაჯობითაც უკმაყოფილო დარჩა და თავისი ფეხბურთელების თამაშითაც. მან არბიტრს, ანასტასის ანასტასისის მოუწოდა უცხოელი მსაჯებისგან რაღაც ისწავლოს, შემდეგ კი პრესკონფერენციაზე თავისი გუნდი გააკრიტიკა.
"განსაკუთრებული არაფერი მაქვს სათქმელი, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ეს "ოლიმპიაკოსის" გამარჯვებას არ აკნინებს. ჩემი გუნდის გამო მრცხვენია. უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებელი მე ვარ. წინ რომ ფინალი არ გვქონდეს, უეჭველი სახლში წავიდოდი და ეს აქ ჩემი უკანასკნელი მატჩი იქნებოდა, მაგრამ დავრჩები, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის. ჩემი გუნდის ასეთ თამაშს არ ველოდი".