Il Messaggero - "იუვე" კვარაცხელიას მხოლოდ ერთ შემთხვევაში არ შეიძენს

AutoSharing Option
"იუვენტუსში" საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლა სულ უფრო რეალური ხდება. დილით Juventusnews24-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრანსფერი გადაწყვეტილია და ეს სიამოვნება "ბიანკონერის" დაახლოებით 20 მილიონი ევრო დაუჯდება.

საღამოს კი Tuttomercatoweb-ი რომაულ Il Messaggero-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია და შეთანხმება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება არ შედგეს, თუ "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა.

"იუვე" მზადაა "რუბინს" კვარაცხელიას ტრანსფერში კონტრაქტით გათვალისწინებულ 20 მილიონზე ოდნავ მეტი გადაუხადოს.

"იუვენტუსი" ამჟამად მეხუთე ადგილზეა და არაა გამორიცხული, ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გააღწიოს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
მგონი საქმე მართლა სერიოზულად არის.ბევრი იტალიური და საკმაოდ გავლენიანი გამოცემები წერენ უკვე ერთდროულად.კარგია,კვარა გვეიმედები და წარმატებების მეტი რა მეთქმის...ერთია ისე ალალად მინდა ვთქვა რომ იუვეში ნამდვილად არ მინდოდა უბრალოდ არეული გუნდია რა,მაგრამ მაინც გრანდია და ისეთ ხალხთან მოუწევს ურთიერთობა და ვარჯიშები,რომ პროგრესი გარდაუვალია!კვარა შენი იმედი გვაქვს
აბგდ
23:30 26-04-2021
4
რა ბოღმა ერი ვართ, ედეგორი რო გაასტარეს და ქართველებიც იძახდნენ “უი რა მაგარია ვიღაცააო”, ამ ბიჭმა რა ქნას მეტი რომ გელა ფაშურიშვილი და ნუგზარ გელაშვილი არ ვეძახოთ?! 20 მილიონამდე აუყვანეს ფასი და მსურველებიც ჰყავს და დღეს იუვენტუსში ბერნარდესტი რომ თამაშობს და ხვიჩა რუბინში, ეგ უფრო უსამართლობაა... დაბადებულიყო ეს ბიჭი ინგლისში ან იტალიაში და მერე გენახათ თქვენ პრესის აჭრელება...
ქომაგი
08:25 28-04-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული