კვეკვესკირი "ლეხიას" წინააღმდეგ მოგებულ შეხვედრაში (3:0) მშვენივრად გამოიყურებოდა. ერთ-ერთი გულშემატკივარი წერს:
"კვეკვესკირი არის ფეხბურთელი, რომელსაც გუნდში ყველაზე კარგი პასი აქვს".
ქართველ ნახევარმცველს უფრო მეტად სწორედ გადაცემებს უქებენ. მას, როგორც წესი, ამ მონაცემებში 90%-იანი სიზუსტე აქვს.
"ლეხიას" მთავარი მწვრთნელი მაცი სკორჟა კი ამბობს:
"კვეკვესკირი მრავალმხრივი მოთამაშეა. მას თამაში როგორც საყრდენ ზონაში, ასევე მეტოქის კართან
უფრო ახლოს შეუძლია. ვეძებ მისთვის იდეალურ პოზიციას".
პოლონეთის ექსტრაკლასის დასრულებამდე სამი ტური დარჩა. "ლეხი" უახლოეს შეხვედრაში, პირველ მაისს, "სტალს" უმასპინძლებს. შეგახსენებთ, კვეკვესკირის გარდა, კლუბში ნიკა კაჭარავაც ირიცხება, რომელიც ტრავმირებულია.
მომზადებულია sport.interia-ს მიხედვით
საქართველოს ნაკრების თავკაცობას მთავაზობდნენ - კვეკვესკირის მწვრთნელი