ევროპაში ეროვნული ჩემპიონატების ფინიშის სწორზე გასვლასთან დაკავშირებით ვარსკვლავი ფეხბურთელების მიერ გუნდების გამოცვლის შესახებ სულ უფრო და უფრო მეტი ახალი ინფორმაცია ვრცელდება. Sportbox.ru-მ მოცემულ მომენტში ყველაზე უფრო აქტუალური სავარაუდო ტრანსფერები შეკრიბა.
რონალდო (იუვენტუსი - მანჩესტერი), რუსლან მალინოვსკი (ატალანტა - ინტერი), ჟიულ კუნდე (სევილია - რეალი), ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი - მანჩესტერი), მაიკ მენიანი (ლილი - მილანი)
ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი - იუვენტუსი)
"დასასრულ, ჩვენი მოედნების სიახლე. დარხეული ხმები ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე საკმაოა, მაგრამ უკანასკნელი - ყველაზე მძლავრი. ალაპარაკდნენ იმაზე, რომ ქართველი ნახევარმცველის ხელში
ჩაგდება "იუვენტუსს" სურს. ტურინელებს გადაწყვეტილი აქვთ, ზაფხულში მასშტაბური სატრანსფერო კამპანია ჩაატარონ. რატომ არ უნდა გახდეს ხვიჩა მისი ნაწილი?
არის იმის შეგრძნება, რომ "რუბინის" ლიდერის დონე უკვე კარგა ხანია გასცდა რუსეთის ჩემპიონატის ფარგლებს. სხვა მხრივ, ლეონიდ სლუცკი თვლის, რომ კვარაცხელიას თავიდან მეორე რანგის ტოპ-კლუბში ძალების მოსინჯვა უჯობს - "დორტმუნდის" ან "ატალანტას" მსგავსში. თუმცა, შეჩერდით: დღევანდელი "იუვენტუსიც" ხომ სწორედ ასეთი კლუბია!"
ძალიან არ მინდა საკუთარი და მთლიანად ქართველი გულშემატკივრების იმედის გაცრუება, მაგრამ ისე არ მოხდეს რომ ეს ( უთაოდ ნიჭიერი, მაგრამ ვარსკვლავებისგან საკმაოდ შორს მყოფი) ბიჭი,კარიერას გააგრძელებს ბათუმის დინამოში ან მოსკოვის სპარტაკში.ამის მაგალითი უამრავი გაგვაჩნია დღევანდელ საქართველოში.ველით ვარსკვლავთცვენას და საბოლოოდ ვღებულობთ როტორს,ფერენცვაროშსა და კვიპროსის "წამყვან" კლუბებს.თუმცა რაღა ფეხბურთს ვეტაკე,ყოველდღიურობაში ასე არა ვართ?რას ველოდოთ და რა მივიღეთ?