მიქაუტაძის გოლი საფინალო სასტვენის წინ და ფრე პირველ მატჩში

AutoSharing Option
ბელგიის ჟუპილერ ლიგის საგზურის პლე-ოფის პირველ მატჩში გიორგი მიქაუტაძის "სერენი" საკუთარ მოედანზე "ვაასლანდ-ბევერენს" დაუზავდა - 1:1.

შეხვედრამ ქალაქში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, გუნდს გულშემატკივრები დახვდნენ და სტადიონზე შეაცილეს. განწყობა საზეიმო გახლდათ, ფანები ფეხბურთელების ავტომობილებს აჩერებდნენ და მათ სახელებს სკანდირებდნენ.

Sportall.Ge

მასპინძლები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მე-15 წუთზე მიქაუტაძემ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა ბურთი კარს, 65-ე წუთზე კი გოლის გატანა მეკარე ჯეკერსმა არ დაანება, ხოლო 70-ე წუთზე ბურთი საჯარიმოში ხელზე "სერენის" მცველ ფეიეს მოხვდა და პენალტით ფრეიმ ანგარიში გახსნა.

დარჩენილ დროში "სერენი"
დიდი ძალებით გადავიდა შეტევაზე, ჯერ გიორგიმ ყვითელი ბარათი მიიღო, შემდეგ ისევ ვერ დაჯაბნა მეკარე, 90+2-ე წუთზე კი თერთმეტმეტრიანი უკვე "ვაასლანდ-ბევერენის" კარში დაინიშნა, რომელიც ჩვენებურმა გამოიყენა.

ამ გუნდების საპასუხო მატჩი 8 მაისს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს სუვენირი კიდევ თამაშობს? გაურკვეველ ლიგებზე სანამდე უნდა წეროთ? რას გიხდიან ასეთს
rotori
23:51 01-05-2021
0
ძალიან კაია . იმედია მეციში დაბრუნდები და მიეცემა შანსი და გააგრძელებს გოლების გატანას ❤❤
ემიგრანტი
05:22 02-05-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული