მიქაუტაძე საუკეთესო იყო - აუხდენს "სერენს" ოცნებას? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელგიის ჟუპილერ ლიგის საგზურის პლე-ოფის პირველ მატჩში გიორგი მიქაუტაძის "სერენი" საკუთარ მოედანზე "ვაასლანდ-ბევერენს" დაუზავდა (1:1), საპასუხო შეხვედრა კი 8 მაისს გაიმართება.

მასპინძლებმა სტუმრები თამაშით დაჯაბნეს, მაგრამ წაგებას ძლივს გადაურჩნენ - კომპენსირებულ დროში პენალტით ანგარიში მიქაუტაძემ გაათანაბრა, რომელმაც ამ სეზონში მე-20 გოლი გაიტანა.

რა თქმა უნდა, შედეგი დამაკმაყოფილებელი არ რის, თუმცა "სერენის" ხელმძღვანელობა თვლის, რომ უკეთესი გუნდი ჰყავთ და საბოლოოდ მიზანს მიაღწევენ.

ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "სერენის" მწვრთნელმა ემილიო ფერერამ აღნიშნა, რომ ქართველი საუკეთესო იყო, გასვლაზე გოლი აქვთ გასატანი, ოპტიმისტურადაა განწყობილი და
ოცნება გრძელდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
აგუეროს სტილი აქვს ამ ბიჭს მოძრაობები დარტყმა თამაშის სტილი დიდი იმედი მაქვს რომ მოუმატებს და უფრო მეტად განვითარდებაა წარმატებები გიორგის.
გიო
00:06 03-05-2021
0
ამ გაურკვეველ ლიგაში მოთამაშე მოყვარულ ფეხბურთელებზე სანამდე დაწერთ
rotori
21:57 02-05-2021
20
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული