ბელგიის ჟუპილერ ლიგის საგზურის პლე-ოფის პირველ მატჩში გიორგი მიქაუტაძის "სერენი" საკუთარ მოედანზე "ვაასლანდ-ბევერენს" დაუზავდა (1:1), საპასუხო შეხვედრა კი 8 მაისს გაიმართება.
მასპინძლებმა სტუმრები თამაშით დაჯაბნეს, მაგრამ წაგებას ძლივს გადაურჩნენ - კომპენსირებულ დროში პენალტით ანგარიში მიქაუტაძემ გაათანაბრა, რომელმაც ამ სეზონში მე-20 გოლი გაიტანა.
რა თქმა უნდა, შედეგი დამაკმაყოფილებელი არ რის, თუმცა "სერენის" ხელმძღვანელობა თვლის, რომ უკეთესი გუნდი ჰყავთ და საბოლოოდ მიზანს მიაღწევენ.
ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "სერენის" მწვრთნელმა ემილიო ფერერამ აღნიშნა, რომ ქართველი საუკეთესო იყო, გასვლაზე გოლი აქვთ გასატანი, ოპტიმისტურადაა განწყობილი და ოცნება გრძელდება.