acmilanfan.ru: "ქართველი მესი" კვარაცხელია "მილანს" სერიოზულად აინტერესებს!

AutoSharing Option
acmilanfan.ru ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ იტალიური "მილანისა" და სხვა კლუბების ინტერესებზე კიდევ ერთხელ საუბრობს:

"იტალიური წყაროები ამტკიცებენ, რომ "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ "მილანს" სერიოზული დაინტერესება აქვს.

ფეხბურთელს, რომელსაც "ქართველ მესის" უწოდებენ, "ნაპოლი", "ატალანტა", "ბორუსია", "ბაიერნი", "აიაქსი", "მონაკო", "ლიდსი" და "იუვენტუსიც" აკვირდებიან.

"რუბინის" სპორტული დირექტორი ტრანსფერის სასურველ თანხად 30 მილიონს ასახელებს.

გაითვალისწინეთ, რომ კვარაცხელია გამორჩეულია შესრულების მხრივაც - ქართველმა ფეხბურთელმა ოთხი გოლი გაიტანა, მათგან ორი კი გამარჯვების მომტანი იყო."


მომზადებულია acmilanfan.ru-ს მიხედვით


altბრიტანული მედია: "ქართველი მესის" შესაძენად "ლიდსს" 26 მილიონი ფუნტის გადახდა

მოუწევს


მკითხველის კომენტარები / 3 /
გაირკვას რა ბოლო-ბოლო რომელს უნდა იუვეს თუ მილანს, ვეღარვხვდები, რომლის ლიგაზე გასვლა უნდა გამიხარდეს?DDDDDD ორივე არა მგონია გავიდეს.
3
Ise nu izamt boloshi am fasebis awevit ro momavali gaufuchot am bavshvs.iqneb misma menejerma ragac gaaketos
Jarisqali
13:48 07-05-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული