მაგარი ამბავი: ხვიჩამ ტრავმა მოირჩინა და ბრუნდება!

AutoSharing Option
business-gazeta იტყობინება, რომ "რუბინის" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მოირჩინა და დასაბრუნებლად მზადაა.

გამოცემის ცნობით, კვარაცხელიამ უკვე დაიწყო ვარჯიში და შეიძლება 8 მაისს სტუმრად ტულის "არსენალთან" ითამაშოს.

ხვიჩამ ბარძაყის ტრავმა 18 აპრილს "ურალთან" შეხვედრაში მიიღო და არსებობდა იმის საშიშროება, რომ ამ სეზონში ვეღარ ითამაშებდა.

კვარაცხელიამ ამ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის 23 მატჩში 4 გოლი გაიტანა, 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, 3 პენალტი მოინადირა, მისი "რუბინი" კი მეოთხე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
წარმატებები კვარა! უკანააკნელი ტრავმა ყოფილიყოს! სულ ჯანმრთელად გამყოფის ღმერთმა! შენი იმედი გვაქვს და გვჯერა რომ ყველაფერს გააკეთებ რომ კიდევ ბევრჯერ გაგვახარო კარგი თამაშით! შენ ის კაცი ხარ ვის გამოც რუსეთის ჩემპიონატის ყურება დავიწყე, კერძოდ რუბინის! აბა შენ იცი!!!
ბათუმი
21:15 05-05-2021
0
ძალიან კარგი სიახლეა წარმატებები კვარას იმედი მაქვს დარჩენილ თამაშებში თავს გამოიჩენს და სტატისტიკას გაიუმჯობესებს.
ძალიან გთხოვთ იქნებ გარკვიოთ რა მდგომარეობაში არიან ჩაკვეტაძე და ზარანდია მათზე დიდი ხანია არაფერია ახალი როგორ მდგომარება აქვთ ახლაა და როდის შეიძლება დაბრუნდნენ ზარანდიაზე თითქმის ერთი წელია არაფერი ისმის დასრულა კარიერა თუ რა მოხდა ამ ბიჭის თავს გაურკვეველია.
ზაზა
21:49 05-05-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული