კიევის "ოლიმპიისკის" სტადიონზე, თბილისის დროით 20:00 საათზე, უკრაინის ჩემპიონატის 25-ე ტურის მატჩი უნდა დაწყებულიყო "შახტარსა" და "მინაის" შორის. დონეცკური გუნდი, რომლის სასტარტო შემადგენლობაშია მცველი დავით ხოჭოლავა, მოედანზე გავიდა, მეტოქე კი გასახდელში ჩაიკეტა და თამაშზე უარს აცხადებდა.
საქმე ისაა, რომ მატჩზე საბუკმეკერო კანტორებში ანომალიური ოდენობის ფსონები დაფიქსირდა - ძირითადად, სამი და მეტი გოლის გატანაზე და ამას გარდა, "მინაის" მოგებაზე კოეფიციენტები 27-დან 44-მდე გაიზარდა. ამის გამო ზოგიერთმა საბუკმეკერო კანტორამ ფსონების მიღება შეწყვიტა.
არენაზე დიქტორი აცხადებდა, რომ იმედია, "მინაი" თამაშს არ ჩაშლიდა,
რომელსაც განუცხადეს, რომ
თუ 20:30 საათზე მოედანზე არ გავიდოდნენ, ტექნიკური წაგება ჩაეთვლებოდათ. ამან გაჭრა და შეხვედრა 30 წუთის დაგვიანებით დაიწყო.