ხოჭოლავამ სკანდალურ მატჩში ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
"შახტარის" მცველმა დავით ხოჭოლავამ, რომელმაც კორონავირუსისგან განკურნების შემდეგ თამაში დაიწყო, ტრავმა მიიღო.

უკრაინის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში, "მინაისთან" მატჩის 21-ე წუთზე, ხოჭოლავამ ბარძაყის ტრავმა მიიღო, შეცვალეს და ჯერ უცნობია, რამდენად სერიოზულად დაშავდა.

"შახტარმა" კი 4:0 გაიმარჯვა და მეორე ადგილი და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობა გაინაღდა.

დღევანდელი შეხვედრა ნახევარი საათით გვიან დაიწყო, რადგან მატჩზე საბუკმეკერო კანტორებში ანომალიური ოდენობის ფსონები დაფიქსირდა და "მინაი" სათამაშოდ მოედანზე გასვლაზე თავიდან უარს აცხადებდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული