დავითაშვილი საუკეთესოდ აღიარეს და "არსენალი" ეპატიჟება

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში "სოჭისთან" წაგებულ შეხვედრაში (1:2) "როტორის" ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

დავითაშვილი უნარიანად უძღვებოდა თავის გუნდს შეტევებში, მაგრამ ისევ არ გაუმართლა, ერთხელ ბურთი კარს ოდნავ ააცილა, ერთხელ კი ხარიხას გაარტყა.

ზურიკოს კონტრაქტი "რუბინს" ეკუთვნის, "როტორში" იჯარის წესით თამაშობს და ჯერ უცნობია, დაბრუნდება თუ არა ზაფხულში ყაზანურ გუნდში.

"РБ Спорт"-ი კი იტყობინება, რომ ტულის "არსენალს" მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დავითაშვილის გადაბირება.

მკითხველის კომენტარები / 12 /
რა უნდა არსენალში ? შეიძლება გავარდეს წელს არსენალი და თანაც ხვიჩა თუ წავა რუბინიდან აუცილებლად დააბრუნებენ ამას რუბინში და სლუცკისთან თამაში არ ჯობია არსენალს ?
ზურა222
10:05 11-05-2021
1
ერთი წელია თვალს ვადევნებ როტორის თამაშს ქართველების გამო. მე მაგალითად დავითაშვილის თამაშს ვუწოდებდი უკლასო მოთამაშეს. არავითარი პოტენციალი არ აქვს. ნაკრებში ხომ საერთოდ არაფერი ესაქმება
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული