ქოჩორაშვილი "ბარსელონასთან" მატჩის განაცხადშია

AutoSharing Option
"ლევანტეს" მწვრთნელმა პაკო ლოპესმა 21 წლის ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი "ბარსელონასთან" მატჩის განაცხადში შეიყვანა.

ქოჩორაშვილი დუბლებში თამაშობს, თუმცა ამ სეზონში ლა ლიგის ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა და პირველი გუნდის შემადგენლობაში თასზე გოლიც გაიტანა.

პრიმერას 36-ე ტურის შეხვედრა "ლევანტესა" და "ბარსელონას" შორის 12 მაისს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მომავალ სეზონშიც თუ არ მისცეს შანსი ჩემი აზრით დროა უკვე იფიქროს გუნდის შეცვლაზე 3 წელია ლევანტეშია და 3 თამაში არ უთამაშია ლალიგაში ეს უბრალოდ დროის კარგვას გავს ჩემი აზრით ჯობია სეგუნდას გუნდში იყო ძირითადის ფეხბურთელი ვიდრე ლალიგს ლევანტეში წლები ელოდებოდე შანსს რომელიც არ ჩანს გადის დრო და ქოჩორაშვილის მდგომარეობა არ იცვლება ამ კლუბში დუბლები და წელიწადში ერთხელ 2 წუთი თამაში ლალიგაში.
ზაზა
14:19 11-05-2021
0
21 წლისა და ლევანტეს დუბლებში თამაშს ჯობია, საშვალო ჩემპიონატის წამყვან გუნდში ითამაშოს. 21 წლის ფეხბურთელს ლევანტე სეზონში 1 და 2 თამაშს, რო ათამაშებს ეგ არა კაი ამბავი, ლევანტეზეა საუბარი თორემ, ატლეტიკო რეალი ბარსა სევილია, რო იყოს კიდე ჰო:)
გოგა
12:08 11-05-2021
2

სიახლეები პოპულარული