"ეს არწაგების იმედს აძლევთ" - diariodealmeria მაკარიძის გუნდის მატჩამდე...

AutoSharing Option
გიორგი მაკარიძის "ალმერია" ლა ლიგაში გადასასვლელად იბრძვის და სეგუნდა დივიზიონის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე "ალბასეტეს" უმასპინძლებს.

diariodealmeria კიდევ ერთხელ წერს, რომ მიგელ ორტიზ არიასი ქართველი ფეხბურთელის კლუბისთვის უიღბლო და სკანდალური არბიტრია. გამოცემა ამის შესახებ 11 აპრილს გამართული "სარაგოსა"-"ალმერიას" წინაც მიუთითებდა. მაკარიძის გუნდი ამ შეხვედრაშიც დამარცხდა (1:2).

სტატიაში ვკითხულობთ:

"ალმერიას" მატჩს ისევ არიასი განსჯის - არბიტრი, რომელმაც მიმდინარე სეზონში ამ კლუბის შეხვედრა სამჯერ განსაჯა და ისინი სამივეში დამარცხდნენ, მათ შორის ორჯერ - საეჭვო ვითარებაში.

მაშინ, როცა ალმერიული კლუბი ლა ლიგაში პირდაპირ გადასვლას
ცდილობს, გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ ამ მსაჯთან დაკავშირებული საშინელი ციფრები შეიცვლება.

წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, მიგელ ორტიზი ამჯერად "ალმერიას" საშინაო შეხვედრას განსჯის, ხსენებული მატჩები კი სტუმრად ჩატარდა. ეს კლუბს "მალიორკასთან" ქულათა სხვაობის შემცირების იმედს აძლევს."

"მალიორკა"-"ალბასეტე" 15 მაისს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

მომზადებულია diariodealmeria-ს მიხედვით







altრა უთხრა მაკარიძეს არბიტრმა? ალმერიელები შიშობენ...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული