კიევის "დინამომ" თავის ოფიციალურ საიტზე გუნდის ტრავმირებული ფეხბურთელების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა და 20 წლის ნახევარმცველ გიორგი წიტაიშვილის მდგომარეობის თაობაზე დამაიმედებელი სიახლე შეგვატყობინა:
"გიორგი წიტაიშვილს ოპერაცია მარტში გაუკეთეს. უკვე სირბილი დაიწყო. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, შეკრებას სულფასოვნად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გაივლის. შესაძლოა, შეკრების დასაწყისში ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობა ვერ მიიღოს".
წიტაიშვილი "დინამომ" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად "ვორსკლაში" გაუშვა, სადაც 6 მარტს მარცხენა ფეხის მეხუთე მეტატარალური ძვლის (ანუ ნეკა თითის) მოტეხილობა მიიღო და ოპერაცია გაუკეთეს.
იქამდე გიორგიმ საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა, მაგრამ ტრავმის გამო
ჯერ ჩვენი ეროვნული გუნდის მაისური ვერ მოირგო და მის მალე მწყობრში ჩადგომას ველით.