გამარჯვება კატალონიაში - აბურჯანია "კარტახენასთვის" წარმატების მომტანი გამოდგა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 26 წლის ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია სეგუნდა დივიზიონის "კარტახენაში" იანვრის ბოლოს გადავიდა, როდესაც გუნდი ბოლოსწინა, 21-ე ადგილზე იმყოფებოდა. მას ადაპტირება და სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრება არ გასჭირვებია, რაშიც ესპანური ენის კარგად ცოდნამაც შეუწყო ხელი.

აბურჯანიას გადასვლის შემდეგ მისმა გუნდმა თანდათან გასავარდნ ზონას დააღწია თავი. 39-ე ტურში "კარტახენა" "ესპანიოლს" ესტუმრა, რომელმაც უკვე გაინაღდა პირველი ადგილი და ლა ლიგაში დაბრუნდა. სტუმრებმა მასპინძლებს მატჩის წინ საჩემპიონო დერეფანი მოუწყვეს და 2:0 დაამარცხეს.

Sportall.Ge

გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა - ამ სეზონში კი 12 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

"კარტახენა" 45 ქულით მე-15 ადგილზე გადავიდა და დიდი ალბათობით სეგუნდაში ადგილს შეინარჩუნებს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ჯაბა ჯერ კიდე ბევრ საქმეს გააკეთებს ნაკრებში და ჯაბას მემკვიდრეებად უფრო ნინუა და ქოჩორაშვილი მოჩანან.
Levani
15 მაისი 2021 19:07
1
კლასი კი აქვს,მაგრამ ჯაბამდე ან თუნდაც კვეკვემდე ბევრი უკლია.ნაკრებში მარტო ფეხში პასი მიიღე მიეცის თამაშობს ისევე როგორც ჯანო და ასე ვერ გავფრინდებით.ართმევაზე უნდა ივარჯიშოს და ბურთის ტარებაც უნდა დახვეწოს.
Levani
15 მაისი 2021 19:06
2
ეს ბიჭი მაღალი კლასის ფეხბურთელია,იმიტომ თამაშობს ყოველთვის(ჰოლანდია,ესპანეთი),და უეჭველი ითამაშებს ტოპ5 ჩემპიონატს,საბედნიეროდ სანიოლმა უცებ შეამჩნია მისი მაღალი კლასი შეხედეთ,თუ ნაკრების საკვანძო საყრდენად!
გუსანს
15 მაისი 2021 15:21
4
ნეტა ვცდებოდე, მაგრამ ამ ბიჭს არ მგონია მომატების რესურსი ქონდეს, სანაკრებო დონეზე ნამდვილად არაა. ინერტული,იღიმღამო მოძრაობები, ნელი აზროვნება, კრეატივი 0. თითქოს ძალდატანებით ათამაშებენ.... ყველა თამაშში ხელახლა გავარჩიე და პოზიტივი გამადიდებელი შუშითაც სამწუხაროდ ვერ ვიპოვნე.... სხვა ბიჭებს რაღაც მომატების რესურსი აქვთ-ასე მგონია... ჩაკვეტაძის, კვარაცხელიას დონეს კი ჩამორჩებიან, არც კვირკველიას, ხოჭოლავას იმედი აღარ უნდა გვქონდეს, 1-2 თამაში შეიძლება კიდევ გაქაჩონ... ეგენიც ინერტული, უმოტივაციონი მეჩვენებიან...
გუსანი
15 მაისი 2021 13:49
6
ყველაფერში გეთანხმები, გარდა კვირკველიასი, იმიტომ, რომ მან ითამაშა უკვე ძალიან მაღალ დონეზე ლოკოში და შესაბამისად აქვს რესურსი, რომ ისევ აღიდგინოს ფორმა, ცენტრალური მცვლელისთვის გაფურჩქვნის ასაკია, მას 3-4 წელიწადი კიდევ შეუძლია დიდი საქმე გაუკეთოს ნაკრებს, ოღონდ არა ისეთ კვირკველიას, რაც ბოლოს ვნახეთ ვაისის რაზმში.
15 მაისი 2021 22:48
1
სეგუნდა დივიზიონიდან ლალიგისგუნდებს ხშირად აჰყავთ ფეხბურთელები მთავარია თავი გამოიჩინოს და დაინტერესება აუცილებლად იქნება.
გიორგი
15 მაისი 2021 13:47
1

სიახლეები პოპულარული