გამარჯვება კატალონიაში - აბურჯანია "კარტახენასთვის" წარმატების მომტანი გამოდგა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 26 წლის ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია სეგუნდა დივიზიონის "კარტახენაში" იანვრის ბოლოს გადავიდა, როდესაც გუნდი ბოლოსწინა, 21-ე ადგილზე იმყოფებოდა. მას ადაპტირება და სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრება არ გასჭირვებია, რაშიც ესპანური ენის კარგად ცოდნამაც შეუწყო ხელი.

აბურჯანიას გადასვლის შემდეგ მისმა გუნდმა თანდათან გასავარდნ ზონას დააღწია თავი. 39-ე ტურში "კარტახენა" "ესპანიოლს" ესტუმრა, რომელმაც უკვე გაინაღდა პირველი ადგილი და ლა ლიგაში დაბრუნდა. სტუმრებმა მასპინძლებს მატჩის წინ საჩემპიონო დერეფანი მოუწყვეს და 2:0 დაამარცხეს.

Sportall.Ge

გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა - ამ სეზონში კი 12 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

"კარტახენა" 45 ქულით მე-15 ადგილზე გადავიდა და დიდი ალბათობით სეგუნდაში ადგილს შეინარჩუნებს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ჯაბა ჯერ კიდე ბევრ საქმეს გააკეთებს ნაკრებში და ჯაბას მემკვიდრეებად უფრო ნინუა და ქოჩორაშვილი მოჩანან.
Levani
19:07 15-05-2021
1
კლასი კი აქვს,მაგრამ ჯაბამდე ან თუნდაც კვეკვემდე ბევრი უკლია.ნაკრებში მარტო ფეხში პასი მიიღე მიეცის თამაშობს ისევე როგორც ჯანო და ასე ვერ გავფრინდებით.ართმევაზე უნდა ივარჯიშოს და ბურთის ტარებაც უნდა დახვეწოს.
Levani
19:06 15-05-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული