16 მაისს რუსეთის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში "რუბინი" "როტორს" უმასპინძლებს და ორივე გუნდს სერიოზული ამოცანები აქვს გადასაჭრელი.
"რუბინმა" ევროტურნირებზე გასასვლელად აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მეოთხე ადგილი შეიძლება "სოჭიმ" დაიკავოს, რომელიც სტუმრად უმოტივაციო "ხიმკის" ხვდება.
kazanfirst-ი იტყობინება, რომ არაა გამორიცხული "რუბინში" ხვიჩა კვარაცხელიამ ითამაშოს და ეს ყაზანურ გუნდში მისი ბოლო მატჩი იყოს. გამოცემა მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის მინიშნებას ციტირებს: "ჩვენ დრო კიდევ გვაქვს და ვიმედოვნებთ და ვნახავთ, ვინ შეძლებს შეხვედრაში მონაწილეობას და ვინ არა".
რაც შეეხება "როტორს", უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანრჩუნებლად
გამარჯვება ჰაერივით სჭირდება. ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ ითამაშებენ ჯიმი ტაბიძის "უფა" და გია გრიგალავას ტულის "არსენალი" - ეს გუნდები ერთმანეთს ბაშკირეთის დედაქალაქში ხვდებიან.
და კიდევ: რუსეთის პრემიერლიგამ რეგლამენტი შეცვალა - პლეი-აუტები არ გაიმართება და ქვედა დივიზიონში მხოლოდ 2 გუნდი გავარდება. იმის გათვალისწინებით, რომ "ტამბოვი" უკვე დაემშვიდობა პრემიერლიგას, ბოლო ტურში "3 ქართული გუნდიდან" ერთერთს აუცილებლად მოუწევს რანგით დაქვეითება.