რუსეთს პრემიერ ლიგის 2020/21 წლების სეზონის ბოლო ტურში ვოლგოგრადის "როტორი" გასვლაზე ყაზანის "რუბინს" 1:0-ს 93-ე წუთამდე უგებდა, საბოლოოდ კი ფრეს დასჯერდა და პრემიერლიგაში მათი დარჩენის ბედი გაურკვეველია.
სტუმართა შორის ერთადერთი გოლი ჯოვინო ფლამარიონმა პენალტიდან 79-ე წუთზე შეაგდო, ხოლო ყაზანელთა მხრიდან 93-ე წუთზე ჯორჯე დესპოტოვიჩმა პენალტითვე ანგარიში გაათანაბრა.
85 წუთი გაატარა მოედანზე ზურიკო დავითაშვილმა, საბა კვირკველია კი მოედანზე მის ნაცვლად შევიდა. ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არ ყოფილა.
შედეგად, "რუბინმა" პრემიერლიგაში მე-4 ადგილი დაიკავა და მომავალ წელს ევროპის კონფერენს ლიგაზე ითამაშებს, ხოლო "როტორი"
პრემიერლიგიდან გავარდა.
championat: ხვიჩას "რუბინი" 15 მილიონზე მეტად ვერ გაყიდის და თანაც, არა "ბაიერნში" და "იუვენტუსში"