დრამა ყაზანში - "რუბინმა" დამატებით წუთებზე "როტორი" ელიტიდან გააგდო

AutoSharing Option
რუსეთს პრემიერ ლიგის 2020/21 წლების სეზონის ბოლო ტურში ვოლგოგრადის "როტორი" გასვლაზე ყაზანის "რუბინს" 1:0-ს 93-ე წუთამდე უგებდა, საბოლოოდ კი ფრეს დასჯერდა და პრემიერლიგაში მათი დარჩენის ბედი გაურკვეველია.

სტუმართა შორის ერთადერთი გოლი ჯოვინო ფლამარიონმა პენალტიდან 79-ე წუთზე შეაგდო, ხოლო ყაზანელთა მხრიდან 93-ე წუთზე ჯორჯე დესპოტოვიჩმა პენალტითვე ანგარიში გაათანაბრა.

85 წუთი გაატარა მოედანზე ზურიკო დავითაშვილმა, საბა კვირკველია კი მოედანზე მის ნაცვლად შევიდა. ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არ ყოფილა.

შედეგად, "რუბინმა" პრემიერლიგაში მე-4 ადგილი დაიკავა და მომავალ წელს ევროპის კონფერენს ლიგაზე ითამაშებს, ხოლო "როტორი"
პრემიერლიგიდან გავარდა.

altchampionat: ხვიჩას "რუბინი" 15 მილიონზე მეტად ვერ გაყიდის და თანაც, არა "ბაიერნში" და "იუვენტუსში"

მკითხველის კომენტარები / 8 /
რუსეთის ფეხბურთის ფედერაციამ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო.ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის წინა დღეს,ტურნირის რეგლამენტში ცვლილება შეიტანა და უმაღლესი ლიგიდან გასავარდნი ადგილების პლეი ოფი,პირდაპირი გავარდნით შეცვალა.რაც შეეხეება თამაშებს,ბოლო ტურის ყველა თამაში,ერთ დროს იყო დანიშნული,მაგრამ უფა-არსენალის თამაში,ორი საათით გვიან გადაიტანეს და ამით,მათ,გაცილებით უფრო მომგებიანი პირობები შეუქმნეს.მათ უკვე იციან კონკურენტების შედეგები და როგორც სჭირდებათ,ისე ითამაშებენ.ერთი სიტყვით,როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება,ისე,რუსეთი არ გაპატიოსნდება
სოსო
17:39 16-05-2021
6
5 წუთი დააკლდათ გარანტირებულ დარჩენამდე,მე დღეს როტორს ვგულშემატკივრობდი გარკვეული მდგომარეობის გამო
ბაჩი
17:30 16-05-2021
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული