ზეიმია, ზეიმი - ხვიჩა ხარობს, სლუცკი თათრული ხალათით ცეკვავს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის უკანასკნელ ტურში "რუბინმა" ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე საკუთარ მოედანზე დიდი გაჭირვებით ფრეს მიაღწია "როტორთან" (1:1), რომლის შემადგენლობაში 85-ე წუთამდე ითამაშა ზურიკო დავითაშვილმა.

ყაზანური გუნდი მეოთხე ადგილზე გავიდა და კონფერენს ლიგაზე მიიღებს მონაწილეობას. ვერ გეტყვით, რამდენად სასიხარულოა ამ ახალ ტურნირზე ასპარეზობა, მაგრამ ძალიან კი იხალისეს, გასახდელში გადაღებული სურათი გამოაქვეყნეს, მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ კი თათრულ ხალათში ჩაცმულმა იცეკვა.

Sportall.Ge

მას ნამტჩევს ჰკითხეს, დააბრუნებს თუ არა გუნდში დავითაშვილს, რაზეც მიუგო, რომ ჯერ დასვენება სურს და ტრანსფერებზე შემდეგ ისაუბრებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
კი მაგრამ ევროპა ლიგაზე ვინღა გადის რუსეთიდან მხოლოდ მესამე ადგილოსანი?
1
ბრავო რუბინს და პირადად სლუცკის რომ ესეთ მნიშვნელოვან შედეგს მიაღწიეს!! კარგი ქნა რომ კვარას გაუფრთხილდნენ, სიჩქარემ და მალე მოედანზე გასვლმამ რა მოუტანა ჩვენ უნიჭიერეს ფეხბურთელს კარგად დავინახეთ!! სანაკრებოდ იმედია ახალი მწვრთნელი იგივე რუმინეთთან და ჰოლანდიასთან ახალწვეულებს გამოცდის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ნაკრებს ახალი სისხლი ჭირდება და იმედია სანიოლი მისცემს შესაძლებლობას სხვა ფეხბურთლებს რომ სანაკრებო დონეზე თავი გამოიჩინონ! კვარას კი წარმატებები მინდა ვუსურვო და მისი ყველას გვეიმედება.
zaza
21:55 16-05-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული