ბრიტანულ hitc-ზე ჟურნალისტი ოლი დოუსი "რუბინის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიაზე წერილს აქვეყნებს და წერს, რომ "ლიდსთან" მოლაპარაკების შემდეგ ყაზანური კლუბი მზადაა ქართველი გაყიდოს.
საკუთარის გარდა, ავტორი აგრეთვე "სპორტ-ექსპრესის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც ეყრდნობა.
"ხვიჩას შესახებ სიახლეები "რუბინის" დაგროვებულ ქულებზე უფრო მეტია. "მილანი", "ლიდსი", "ბაიერნი", "აიაქსი" - ეს იმ კლუბების მხოლოდ არასრული ჩამონათვალია, რომელთა შესახებ კვარაცხელიასადმი დაინტერესების თაობაზე ინფორმაცია გავრცელდა.
"რუბინი" ქართველის გასაყიდად განწყობილია და მისი წასვლისთვის ემზადება. ხვიჩას ევროპულ გუნდში გადასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ჯერ მხოლოდ გაუგებარია - სად და რამდენად.
ყაზანური კლუბი ხვიჩას
ტრანსფერში მინიმუმ 20 მილიონ ევროს მოითხოვს და როგორც ჩანს, ისტორიაში ყველაზე ძვირად გაასხვისებს ფეხბურთელს - აქამდე სარეკორდო სალომონ რონდონის "ზენიტში" 18 მილიონად გაყიდვა იყო".
დოუსი აღნიშნავს, რომ თუ კვარაცხელიას ტრანსფერს განახორციელებს, "ლიდსში" ფლანგებზე რაფინიასთან ერთად ქართველი გარემარბი მეტად ძლიერ ტანდემს შექმნის.