უკრაინის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ იჯარით გაშვებული რიგი ფეხბურთელები და მათ შორის 20 წლის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი კიევის "დინამოს" დაუბრუნდებიან, - იტყობინება კლუბის საიტი.
მოცემულ მომენტში "დინამო" შვებულებაშია და 22 ივნისს კიევში შეიკრიბება.
სამწვრთნელო შტაბი ამ მოთამაშეების (გარდა იმათი, რომლებსაც ამის საშუალებას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მისცემს) წინასასეზონო შეკრებაზე წაყვანას გეგმავს.
სამწვრთნელო შტაბი ამ მოთამაშეების (გარდა იმათი, რომლებსაც ამის საშუალებას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მისცემს) წინასასეზონო შეკრებაზე წაყვანას გეგმავს.
შეგახსენებთ, გიორგი იჯარის წესით "ვორსკლაში" თამაშობდა, სადაც ტრავმა მიიღო, ოპერაციის გაკეთება მოუწია, საბედნიეროდ უკვე აღარაფერი არ აწუხებს და მსუბუქად ვარჯიში დაიწყო.