ხვიჩას მამის უწყინარ ნათქვამს სათათბიროს დეპუტატი და თვით კოლოსკოვი გამოეხმაურენ

AutoSharing Option
"რუბინის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას მამის ნათქვამმა, რომ მისი შვილი რუსეთს დატოვებს და კარიერას ევროპაში გააგრძელებს, რუსეთში რატომღაც გაღიზიანება გამოიწვია და „ჩემპიონატთან“ კომენტარი სახელმწიფო სათათბიროს ფიზიკური კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა, დმიტრი სვიშევმა და ფიფას ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, რუსეთის საფეხბურთო კავშირის საპატიო პრეზიდენტმა ვიაჩესლავ კოლოსკოვმა გააკეთეს.

დმიტრი სვიშევი: „მამის ემოციურ ნათქვამზე რეაგირება საჭირო არ არის. თავად სპორტსმენის ოფიციალურ განცხადებას უნდა დაველოდოთ, მშობლები მთელ ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანია, თუმცა ყველა სპორტსმენს საკუთარი პოზიცია გააჩნია.

ჩვენ არ შეგვიძლია ზუსტად გავიგოთ, თუ რა
იგულისხმა მამამ. შესაძლოა, იმაზე ილაპარაკა, რომ ხვიჩა რუსეთში არ დარჩება და სათამაშოდ იტალიაში ან გერმანიაში წავა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს სიტყვები არ არის დაკავშირებული ჩვენს სახელმწიფოებს შორის რთულ ურთიერთობებზე.

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჯერ სპორტსმენის ოფიციალური განცხადება არ მოგვისმენია. თუ ხვიჩა რუსეთში არ ითამაშებს, ეს იმას ნიშნავს, რომ უკეთესი ვარიანტი გამოუჩნდა. ეს სპორტსმენის არჩევანია“.

ვიაჩესლავ კოლოსკოვი: „ხვიჩა ნიჭიერი ბიჭიდან გადაიქცა ფეხბურთელად, რომლისგანაც შეიძლება მაღალი საერთაშორისო კლასის მოთამაშე დადგეს. მე ვიტყოდი, რომ მამა შვილს დათვურ სამსახურს უწევს. არ არსებობს გარანტია, რომ კვარაცხელია სადღაც ათამაშდება. მრავალი ფაქტორის თანხვედრაა აუცილებელი: ჭკვიანი მწვრთნელი, კარგი გარემო, სიტუაცია გუნდში. ხვიჩამ ყველაფერი ეს გაიარა.

შეიძლება, რა თქმა უნდა, კვარაცხელიას მამამ იგულისხმა, რომ მის შვილს საზღვარგარეთ განვითარებისთვის მეტი შესაძლებლობა ექნება. ჩვენ ზუსტი ინტონაციები არ ვიცით: ეს ნათქვამი იყო ფეხბურთელის დასაცავად და რუსეთის წინააღმდეგ, ან იმაზე, რომ ხვიჩამ რუსეთში უკვე მაქსიმუმი მიიღო, ხოლო პროგრესირებისათვის ევროპის წამყვან კლუბში გადასვლა სჭირდება“.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ამ კლუბმა ლომის წილი დაიდო ხვიჩას განვითარებაში, ამიტომ მადლიერები უნდა ვიყოთ და ისეთი რამე არ ვთქვათ რომ ხალხთა შორის ავურიოთ ურთიერთობები
პროგრესული ქართველი
10:19 20-05-2021
11
თქვენთან რომ წავიკითხე ხვიჩას მამის განხადება , იქ იყო დაბლა ფრაზა, დაახლოებით ასეთი " ქართველ გულშემატკივარს დავაწყნარებ , რაც მთავარია რუსეთა დატოვებსო". არ ვიცი, რაღაცნაირად მეც მომხდვა ყურში ცუდად. ასე პატივი სცეს ამ ბიჭს და მთელი გუნდით და ჩემპიონატით აჯილდოვებენ და აქეზებენ და უვლიან და არეკლამებენ და ათამაშებენ და ასწავლიან და რაც შეუძლიათ აკეთებენ და რა უნდა ქნან კიდევ? უშვებენ თან და არ გამოუვიდა ლამაზად მე რომ მკითხო. მარა მამაა და ეტყობა ნერვიულობს და არაუშავს. მთავარია ხვიჩამ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. მე ლიდსი რა თამაშს თამაშობს არ ვიცი, მარა მგონია ისეთი კლუბი უნდა იყოს მართლა, რომ ბევრი შეცდომა აპატიონ ადაპტაციის პერიოდში და რაც შეიძლება მეტი დრიბლინგის და დაკარგვის უფლება მისცენ. ფულის გამო ცხადიანარც ხვიჩა აირჩევს კლუბს. ყველას ესმის ვითარდება ბიჭი და საჭიროა თამაში :) წარმატებები აბა
გადასარევი გიორგი
03:56 20-05-2021
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული