ითამაშებს თუ არა ოთარ კიტეიშვილი ჩემპიონთა ლიგაზე?! - ეს მალე გადაწყდება

AutoSharing Option
ავსტრიის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში, ოთარ კიტეიშვილის გრაცის "შტურმს" გურამ გიორბელიძისა და ლუკა ლოჩოშვილის "ვოლფბერგერთან" მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს.

ბუნდესლიგს "ზალცბურგი" დამაჯერებლად ლიდერობს, "რაპიდსა" და "შტურმს" კი თანაბარი(33-33) ქულები აქვთ(უპირატესობა ვენის კლუბის მხარესაა). ბოლო ტურში, "რაპიდს" "ლასკთან" აქვს დაპირისპირება, რომელსაც ახლადშექმნილ "კონფერენს ლიგაზე" თამაში გარანტირებული აქვს. თავის მხვრივ, "შტურმიც" მინიმუმ, ევროპის ლიგაზე აუცილებლად ითამაშებს.
ოთარ კიტეიშვილს მშვენიერი სეზონი აქვს - შვიდი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. თუკი "შტურმი" ჩემპიონთა ლიგის ჯერ საკვალიფიკაციო და შემდეგ ჯგუფურ ეტაპზე გასვლას შეძლებს, 25 წლის
ნახევარმცველისთვის ეს კარგი შანსი უნდა იყოს, ტოპ-ჩემპიონატების კლუბების ინტერესი დაიმსახუროს.

ჯერ ისიც უცნობია, დარჩება თუ არა კიტეიშვილი ავსტრიულ გუნდში.


alt"ეს ამ ამბის ცნობის შესანიშნავი საშუალება იყო" - ოთარ კიტეიშვილი გოლის აღნიშვნაზე

altგურამ გიორბელიძე: ცოტათი რომ გაგვმართლებოდა, ერთი ქულის მოპოვება შეგვეძლო

მკითხველის კომენტარები / 2 /
ორივე კლუბს აქვს 33-33 ქულა და მაინტერესებს ბოლო ტურში ორივემ რომ მოიგოს შტურმაც და რაპიდმაც რომელი გავა მე 2 ადგილზე თანაბარი ქულების შემთხვევაში?
გიორგი
17:04 21-05-2021
2

სიახლეები პოპულარული