18 წლის აბუაშვილმა "პორტუსთან" კონტრაქტი გააფორმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 წლის მარცხენა ნახევარმცველმა გიორგი აბუაშვილმა "პორტუსთან" ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ახალ გუნდში 47-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

აბუაშვილი ჯერ ახალგაზრდულ გუნდში იასპარეზებს, თუმცა პირველ გუნდში ვარჯიშის საშუალებაც ექნება.

Transfermarkt-ის მიხედვით გიორგის ფასი 400 ათასი ევროა.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა მიმდინარე ეროვნულ ლიგაში, თბილისის "დინამოს" მაისურით 4 მატჩი გამართა, მათ შორის ერთი - ძირითად შემადგენლობაშიც.

alt18 წლის ქართველი "პორტუსთან" ახლოს

მკითხველის კომენტარები / 7 /
წარმატებები რთულ გზაზე ყველაფერი შენ ხელთაა შრომა შრომა კიდე შრომა!! გამოვა ყველაფერი
beqa
13:38 23-05-2021
2
მირცხულავა ბაქარი ბენფიკას ახალგაზრდული გუნდის მთავარი მცველი და კაპიტანი იყო.ისიც დაახლოებით ამ ასაკში წავიდა.დღეს კი უბედურ ტორპედოშია.წარმატებებს ვუსურვებ ამ ბიჭს,მაგრამ ასეთ ასაკში წასვლა,თან მაშინ როცა დინამოს ძირითად გუნდშიც კიარ უთამაშია,არ მგონია სწორი კარგი მისი კარიერისთვის.დინამოს პოლიტიკა ვერ გავიგე.რა გზას ადგანან თვითონაც არ იციან.არაფერი ეშველება ამ გუნდს
Master
16:48 23-05-2021
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული