მიქაუტაძეს "არსენალის" ფორვარდს ადარებენ და მის საფრანგეთში დაბრუნებაზე საუბრობენ

AutoSharing Option
იტალიური calciomercato საქართველოს ნაკრების თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძის შესახებ წერს:

"ქართული წარმოშობის ფორვარდი საფრანგეთში გატარებული შვიდი წლის შემდეგ ბელგიის მეორე დივიზიონში აფეთქდა. თავდამსხმელს ყველაფერი აქვს იმისთვის, რათა "მეცში" დაბრუნდეს და საფრანგეთის ლიგა 1-ში ითამაშოს - მან ხომ სეზონში 22 გოლი გაიტანა."

სტატიაში იხსენებენ მიქაუტაძის ყოფილ მთავარ მწვრთნელ სამირ გუმეზის კომენტარსაც, როცა იგი გიორგის ფრანგ ფორვარდ ალექსანდრ ლაკაზეტის ადარებს:

"მიქაუტაძე სრულყოფილი მოთამაშეა - ძალიან სწრაფია, ორივე ფეხით კარგად ურტყამს და საკმაოდ ტექნიკურიცაა".


მომზადებულია calciomercato-ს მიხედვით

altმიქაუტაძე საუკეთესოს წოდებისთვის "მანჩესტერ სიტის" ყოფილ ფეხბურთელთან

იბრძოლებს[VIDEO]

alt"მეცი" თუ "სერენი"?! - მიქაუტაძეზე ფრანგები და ბელგიელები მსჯელობენ

alt"ქართველი თავდამსხმელი როგორ არ ვახსენოთ?!" - მიქაუტაძე სიმბოლურ გუნდშია...


მკითხველის კომენტარები / 2 /
იმედია ქართული სენი არ იჩენს თავში არ აუარდება ვარჯიში მოუმატე და ბევრად მეტს მიაღწევ
კახა
15:29 24-05-2021
0
წარმატებები გიორგის ნამდვილად აქვს მას დიდი პონტენციალი, რომ მაღალი დონის ფორვარდათ ჩამოყალიბდეს რაც შეეხება მეცში მის შანსებს მე დარწმუნებული ვარ რომ გიორგი აუცილებლად მიიღებს მეცში სათამაშო დროს, რადგან მეცის 4 ფორვარდს ერთად ამ სეზონში გატანილი აქვს სულ 15 გოლი გუნდს უჭირს შეტევაში ჰყავთ ფორვარდები, რომლებიც ხშირად ტამვიანობენ და სჭირდება გაძლიერება,ხოლო მეცი არ განეკუთვნება იმ გუნდების კატეგორიას, რომელიც დიდ ფულს ხარჯავს ტრანსფერებში და მაღალი დონის ფეხბურთელების დამატებაში უფრო მეტად ახალგაზრდების გაყიდვაზე ორიეტირებული გუნდია აქედან გამომდინარე სავსებით რეალურია მეცში გიორგის დამკვიდრების შანსები.
წარმატებები გიორგის მომავალ სეზონში.
გიორგი
12:21 24-05-2021
0

სიახლეები პოპულარული