ქართველი ფორვარდის გადამწყვეტი გოლი 26 მაისს და ელიტაში აღზევების შანსი [VIDEO)

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 მაისს, საბერძნეთის სუპერლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფის პირველ მატჩში, ქართველი ფორვარდის, ბექა მიქელთაძის "ქსანტმა" "პანეტოლიკოსს" 2:1 სძლია. გამარჯვების გოლი ქართველი ლეგიონერის ანგარიშზე იყო. 

მიქელთაძე შეხვედრაში 35-ე წუთზე ჩაერთო, შედეგიანი დარტყმა კი 71-ზე შეასრულა. გასულ ზაფხულს ვოლგოგრადის "როტორიდან" გადაბარგებული ფორვარდისთვის მიმდინარე სეზონში ეს მეოთხე გოლი იყო. 23 წლის თავდამსხმელი "ერთა ლიგის" გათამაშებაში ვლადიმირ ვაისმაც მიიწვია. 

"ქსანტი" განმეორებით შეხვედრას 30 მაისს, სტუმრად გამართავს.

altბექა მიქელთაძე ბერძნულ "ქსანთიში" გადავიდა

altსაქართველოს ნაკრების 5 ფეხბურთელი სეზონს ივნისში განაახლებს - მიქელთაძე ფეხბედნიერი აღმოჩნდა

მკითხველის კომენტარები / 1 /
თავიდანვე მახსოვს ამ ბიჭის თამაში, რატომ ვერ აეწყო კარიერა ვერ ვხვდები. ყველაფერი აქვს რომ წამყვანი ფეხბურთელი იყოს კლუბში.
semi
09:39 28-05-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული