
23 წლის თავდამსხმელი ბექა მიქელთაძე საბერძნეთის რანგით მეორე დივიზიონის "ქსანთიში" გააგრძელებს კარიერას, - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი ავრცელებს.
მიქელთაძემ "როტორთან" კონტრაქტი ამ თვის დასაწყისში ორმხრივი შეთანხმებით გაწყვიტა და ახალ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, სადაც 90-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
10 ტურის შემდეგ "ქსანთი" 15 ქულით მე-5 ადგილზეა და ლიდერ "ერგოტელისს" 4 ქულით ჩამორჩება.
გუნდის მწვრთნელი ავსტრალიელი ტონი პოპოვიჩია და გუნდში მისი 6 თანამემამულე თამაშობს, მათ შორის, მისი ორი შვილი - კრისტიანი და გაბრიელი.