გიორგი მაკარიძის "ალმერიამ" სეგუნდა დივიზიონის უკანასკნელ ტურში დასახული ამოცანა შეასრულა და "ხიხონი" სტუმრად 2:0 დაამარცხა, მაგრამ ეს მესამე ადგილის დასაკავებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. ქართველ კიპერს დასვენების საშუალება მიეცა.
თავისი შეხვედრა მოიგო "ლეგანესმაც" და მაკარიძის მეოთხეადგილოსანი გუნდი პლეი-ოფის საწყის ეტაპზე "ჟირონას" დაუპირისპირდება. ისინი პირველ შეხვედრას 2 ივნისს, სტუმრად გამართავენ, განმეორებითს კი - ოთხი დღის შემდეგ, ალმერიაში.
"ალმერია" გამარჯვების შემთხვევაში პლეი-ოფის ფინალში "ლეგანესსა" და "რაიო ვალეკანოს" შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.
გიორგი მაკარიძემ სეგუნდა დივიზიონის გასულ სეზონში 32 შეხვედრა გამართა და გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
10:42 31-05-2021
მაკარიძის "ალმერიას" გამარჯვება მესამესთვის არ ეყო - წინ გადამწყვეტი ეტაპია!
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული