"ის წავიდა ნაკრებში, რომელმაც ვერ შეძლო ჩრდ. მაკედონიასთან გამარჯვება და ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრება" - უკრაინული გამოხმაურებები წიტაიშვილზე

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს მოქალაქის პასპორტი ოფიციალურად მიიღო და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში თამაში შეეძლება, ამ ფაქტმა უკრაინელ გულშემატკივრებში საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია.

tribuna-ზე არაერთი ადამიანის კომენტარი გამოქვეყნდა. მათი დიდი ნაწილი გიორგის წარმატებებს უსურვებს, ზოგიერთი კი წყენას გამოხატავს:

"ეს მართლაც საქართველოდან არის, ნურიევს არ ჰგავს."

"გასაკვირი არაა, რომ ფეხბურთელები იმ ქვეყნის ნაკრებში მიდიან, სადაც თამაშის მეტი საშუალება ექნებათ."

"ის უბრალოდ წავიდა ისეთ ქვეყანაში, სადაც არასდროს ყოფილა და ენაც არ იცის."

"რუსლან როტანმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გაზარდა."

"როტანი არის სპეციალისტი, რომელმაც ფეხბურთელები სხვისთვის
აღზარდა. შემდეგი შურანოვი იქნება, გერმანიის ნაკრებისთვის."

"უკრაინაში ასეთი ხალხი არ ცხოვრობს. წიტაიშვილმა უფროსების სურვილებს პატივი სცა."

"წარმატებები გიოს საქართველოს ნაკრებში. ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ: ის, ისევე, როგორც ვაკო გვილია, უკრაინის საფეხბურთო სკოლის პროდუქტია."

"სიმართლე რომ ვთქვა, ჩვენთვის ეს სიამაყეა. ის კი წავიდა ნაკრებში, რომელმაც ვერ შეძლო ჩრდ. მაკედონიასთან გამარჯვება და ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრება."

"საქართველოს ნაკრები ახლა ისეთი გუნდია, რომ მათ გიო ნამდვილად გააძლიერებს. ვფიქრობ, ხვიჩისთან ერთად ის ნაკრებს გამოაცოცხლებს."

"ყველაფერი გასაგებია, მაგრამ რატომ არ შეგვეძლო 18 წლის ასაკში ეროვნულ ნაკრებში ეთამაშათ როგორც ზინჩენკოს, ასევე წიტაიშვილს?!"

შეგახსენებთ, ქართველი ფეხბურთელი უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. გიორგი წიტაიშვილმა პროფესიული საკლუბო კარიერა კიევის "დინამოში" დაიწყო, 2020-21 წლების სეზონში კი მოთამაშე იჯარის წესით პოლტავის "ვორსკლაში" ასპარეზობდა.

altგიორგი წიტაიშვილმა საქართველოს მოქალაქის პასპორტი მიიღო

მკითხველის კომენტარები / 5 /
კარგია, თუ მარადაშვილიც მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას... ვიცი, რომ ამაზეც მიდის მუშაობა... თუმცა შედეგი ჯერ შორსაა, თანაც ძნელი მისაღწევია.
tngh
16:30 31-05-2021
6
გაუმარჯოს ზუგდიდსკი,წარმატებები ბიჭი❤️
emigrant
17:06 31-05-2021
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული