"ის წავიდა ნაკრებში, რომელმაც ვერ შეძლო ჩრდ. მაკედონიასთან გამარჯვება და ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრება" - უკრაინული გამოხმაურებები წიტაიშვილზე

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს მოქალაქის პასპორტი ოფიციალურად მიიღო და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში თამაში შეეძლება, ამ ფაქტმა უკრაინელ გულშემატკივრებში საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია.

tribuna-ზე არაერთი ადამიანის კომენტარი გამოქვეყნდა. მათი დიდი ნაწილი გიორგის წარმატებებს უსურვებს, ზოგიერთი კი წყენას გამოხატავს:

"ეს მართლაც საქართველოდან არის, ნურიევს არ ჰგავს."

"გასაკვირი არაა, რომ ფეხბურთელები იმ ქვეყნის ნაკრებში მიდიან, სადაც თამაშის მეტი საშუალება ექნებათ."

"ის უბრალოდ წავიდა ისეთ ქვეყანაში, სადაც არასდროს ყოფილა და ენაც არ იცის."

"რუსლან როტანმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გაზარდა."

"როტანი არის სპეციალისტი, რომელმაც ფეხბურთელები სხვისთვის
აღზარდა. შემდეგი შურანოვი იქნება, გერმანიის ნაკრებისთვის."

"უკრაინაში ასეთი ხალხი არ ცხოვრობს. წიტაიშვილმა უფროსების სურვილებს პატივი სცა."

"წარმატებები გიოს საქართველოს ნაკრებში. ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ: ის, ისევე, როგორც ვაკო გვილია, უკრაინის საფეხბურთო სკოლის პროდუქტია."

"სიმართლე რომ ვთქვა, ჩვენთვის ეს სიამაყეა. ის კი წავიდა ნაკრებში, რომელმაც ვერ შეძლო ჩრდ. მაკედონიასთან გამარჯვება და ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრება."

"საქართველოს ნაკრები ახლა ისეთი გუნდია, რომ მათ გიო ნამდვილად გააძლიერებს. ვფიქრობ, ხვიჩისთან ერთად ის ნაკრებს გამოაცოცხლებს."

"ყველაფერი გასაგებია, მაგრამ რატომ არ შეგვეძლო 18 წლის ასაკში ეროვნულ ნაკრებში ეთამაშათ როგორც ზინჩენკოს, ასევე წიტაიშვილს?!"

შეგახსენებთ, ქართველი ფეხბურთელი უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. გიორგი წიტაიშვილმა პროფესიული საკლუბო კარიერა კიევის "დინამოში" დაიწყო, 2020-21 წლების სეზონში კი მოთამაშე იჯარის წესით პოლტავის "ვორსკლაში" ასპარეზობდა.

altგიორგი წიტაიშვილმა საქართველოს მოქალაქის პასპორტი მიიღო

მკითხველის კომენტარები / 5 /
მე ვფიქრობ რომ ამ შემთხვევაში გიორგის გადაწყვეტილება ობიექტურმა მიზეზებმა უფრო გამოიწვია ვიდრე რაღაც სუბიექტურმა ფაქტორებმა რომელიც სხვადასხვა ადამიანში ინდივიდუალურია მან იცის რომ საქართველოს ნაკრებში გაცილებით მეტს ითამაშებს და ბევრად მეტი შანსი აქვს ძირითადში დაიმკვიდროს ადგილი ვიდრე უკრაინის ნაკრებში იქ წლები მოუწევს სათადარიგო სკამზე ჯდომა რადგან მის პოზიციაზე ჰყავთ ისეთი ფეხბურთელები რომლებიც თავიანთ კლუბებში ლიდერები და წამყვანი ფეხბურთელები არიან და თან ასაკითაც ახალგაზრდები და ასევე ნაკრებში თამაში გაცილებით მეტ პრივილეგიას სძენს ფეხბურთელს ვიდრე კლუბში თამაში მითუმეტეს ისეთ კლუბში რომელიც ფართო საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი მაგ ვორსკლა სადაც თამაშობს წიტეიშვილი ის კლუბი დარწმუნებული ვარ ევროპელი გულშემატკივრის 90% არც იცის თუ არსებობს და ეროვნული ნაკრებების თამაშებს დიდი აუდიტორია ჰყავს ბევრი სკაუტი და კლუბის წარმომადგენლობა აკვირდება და ა.შ ასე რომ პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო წიტეიშვილმა და ძალიან კარგია ეს საქართველოს ნაკრებისთვის რადგან კიდევ ერთი ახალგაზრდა ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელი დაემატა ჩვენს ნაკრებს.
გიორგი
15:51 01-06-2021
0
აი ამიტომ არის დასაფასებელი წიტას ჯანოს და ჟორჟიკას ნაბიჯი რომ საქართველო არაა ის ნაკრები აქ თამაში პრივილეგიას რომ ნიშნავდეს სანმარინოსავით გვიყურებენ ბობოლები მაგრამ ამ ბიჭებს არ სცხვენიათ ვისი გორისანიც არიან და მზად არიან ემსახურონ ნაკრებს და ქართველ ხალხს!!! აბა ესპანეთში და საფრანგეთში ვინ არ წავა?.. ერთი სული მაქვს ჩაკვე კვარა და წიტა ვნახო სასტავში სამივე კარგ ფორმაში და აი მერე გამოგვიყვანონ უკრაინის ნაკრები თუ თავბედი არ ვაწყევლინოთ!!!!
რომა
01:58 01-06-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული