კიევის "დინამომ" მირჩა ლუჩესკუს კონტრაქტი გაუხანგრძლივა - მან თქვა, რომ წიტაიშვილს შანსი მიეცემა

AutoSharing Option
რამდენიმე საათის წინ კიევის "დინამოს" ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კლუბმა რუმინელ სპეციალისტ მირჩა ლუჩესკუს კონტრაქტი კიდევ 3 წლით გაუხანგრძლივა.

უკრაინული კლუბი გამოცდილი სპეციალისტის მუშაობით კმაყოფილია, რადგან მათ ქვეყნის ჩემპიონის ტიტული დაიბრუნეს და ევროპის ლიგის მერვედფინალში გავიდნენ, სადაც ტურნირის ჩემპიონ "ვილიარეალთან" დამარცხდნენ.

ჩვენთვის ლუჩესკუს თემა მნიშვნელოვანი იმითაა, რომ ის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელ გიორგი წიტაიშვილისთვის შანსის მიცემას აპირებს.

მოკლედ, focus.ua-ს ინფორმაციით, რუმინელმა კლუბის ბოსებს იჯარით გაშვებული რამდენიმე ფეხბურთელის დაბრუნება უბრძანა და ერთ-ერთი ასეთი გიორგი წიტაიშვილია.

წყარო წერს, რომ ლუჩესკუს ამ ფეხბურთელების
ძალიან ეიმედება, მათ შეკრებაზე გამოცდის და საუკეთესოებს იჯარით აღარ გაუშვებს.

შეგახსენებთ, რომ წიტაიშვილმა გასული სეზონი იჯარით "ვორსკლაში" გაატარა, რამდენიმე დღის წინ მან საქართველოს მოქალაქის პასპორტი მიიღო და ჩვენი ეროვნული გუნდის ღირსებას დაიცავს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებებს ვუსურვებ კიევის დინამოსაც,ლუჩესკუსაც და წიტაიშვილსაც.
სოსო
17:50 02-06-2021
0

სიახლეები პოპულარული