20 წლის შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა ტრავმა მოირჩინა, ვარჯიში დაიწყო და მალე კიევის "დინამოსთან" ერთად წინასასეზონო შეკრებაზე გაემგზავრება. თუ რატომ ვერ მოახერხა წიტაიშვილმა ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება, ამის შესახებ მისმა თანაგუნდელმა, უკრაინის ნაკრების მცველმა ილია ზაბარნიმ ისაუბრა.
"შესაძლოა, ყველა მხრიდან ძლიერმა ზეწოლამ შეუშალა ხელი. თავდამსხმელს მოედანზე გასვლა და შედეგის ჩვენება სჭირდება - გატანა, ბურთზე ბრძოლა. გიოს კი ერთხელ არ გამოუვიდა, ორჯერ არ გამოუვიდა - თვითრწმენა დაკარგა და უკვე რთულია დაბრუნება.
ლუჩესკუ შანსს აძლევდა, გიო გადიოდა და თავის თავზე თამაშობდა. მას ხშირად
იყო შემთხვევები, ის ერთ მეტოქეს გასცდებოდა, მეორესთან კი ბურთს ჰკარგავდა, ხოლო ამის გამო მოწინააღმდეგის კონტრშეტევები იწყებოდა. ეს ლუჩესკუს არ მოსწონდა", - ციტირებს ზაბარნის ua-football-ი.