გიორგი ქვილითაიამ "აპოელთან" კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ "აპოელთან" სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"გიორგი ქვილითაიას კვიპროსის ყველაზე დიდ გუნდში მივესალმებით და ჩვენს გუნდთან ერთად მრავალი ტიტულის მოპოვებას ვუსურვებთ", - წერს კლუბის საიტი.

გასულ სეზონში ქვილითაიამ იჯარის წესით "ანორთოსისში" იასპარეზა, მის რიგებში 31 მატჩში 14 გოლი გაიტანა, მაგრამ ფამაგუსტურმა კლუბმა "გენტისგან" კონტრაქტის 600 ათას ევროდ გამოსყიდვა ვერ შეძლო, სამაგიეროდ, "აპოელმა" შეიძინა და larnakasports-ის ცნობით, წლიურ გასამრჯელოდ 300 ათასი დაუნიშნა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებები გიო
1
ნაკრებში ხო სუ ფრენაში გაატარა და ქეცბაიამაც დაინახა და სანიოლმაც რო არაფრის მაქნისია დავერთმა მოიშორა და სანიოლმა საერთოდ მიივიწყა.აქ უბნის ბიჭები თამაშობენ თბილისში ისე ფეხბურთს ქვილითაიას არც დაესიზმრება კვიოროსში გაქაჩავს რამენაირად.ნუ გექნება ბიძი აწი ამბიცია ნაკრების.ვერ გაქაჩა შენმა კრიშამ ვილისთაააან
ჯუნგლი
00:06 04-06-2021
5

სიახლეები პოპულარული