სატრანსფერო ბომბი - ქვილითაიას შემდეგ "აპოელმა" ოქრიაშვილიც გადაიბირა!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი "ანორთოსისიდან" "აპოელში" გადავიდა.

კვიპროსული პრესა აცხადებს, რომ ქვილითაიას შემდეგ "აპოელმა" ოქრიაშვილიც გადაიბირა და სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

ოქრიაშვილი უკვე თავისუფალი აგენტი იყო, "ომონიასთან" აწარმოებდა მოლაპარაკებას, მაგრამ საბოლოო არჩევანი "აპოელის" სასარგებლოდ გააკეთა.

სატრანსფერო ბომბი - ასე აფასებს 24sports-ი განხორციელებულ ტრანსფერებს. კლუბის პრეზიდენტ პროდრომოს პეტრიდესს აღფრთოვანებული გულშემატკივრები სოციალურ ქსელებში მადლობას უხდიან და გუნდის აღორძინების იმედს გამოთქვამენ.

"ახლა უკვე ჩეპიონები უნდა გავხდეთ, ევროტურნირებზე დავბრუნდეთ და სეზონური აბონემენტები სასწრაფოდ შევიძინოთ", - წერენ ქომაგები.

არაა გამორიცხული, "აპოელში" ფამაგუსტური გუნდიდან ბუბა დაუშვილი
გადავიდეს. მოკლედ, თემურ ქეცბაიას "ანორთოსისში" ახალი გუნდის აწყობა მოუწევს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ვერ ვსედავ ამ ბიჭებში რაიმე რესურს ნაკრების დონეზე აღზევების,ოქრის იმედი კიდევ მრჩება, მაგრამ ბევრი არა, ძალიან მწირი შესაძლებლობების ფონზე სანიოლს გაუჭირდება შედეგის დადება, ესაა რეალობა. სამწუხაროდ სულ 3-4 ფეხბურთელია ვინც საშუალო ევროპულ დონესთან მიახლოებულია, ზოგიერთს შეიძლება ყარაულის თოფივით გაუვარდეს და თუ დაამთხვიეს 4-5 მაინც შეიძლება მხოლოდ ეპიზოდურ სენსაციებსაც გამოვკრათ ხელი, სულ ეგ არის რისი მოლოდინიც შეიძლება გვქონდეს არესებულიუ კონტიგენტით, ევროპაზე მოხვედრა წინ წაგვწევდა რაღაც ,,პონტში" თორემ სირცხვილსაც ბევრს გვაჭმევდა. ვნახოთ 6 ში რის გამოსწორებას შევძლებთ. იქნებ 2-ზე მეტი არ გავუშვად, ან დავათვროდ წინა დღით......
გუსანი
04 ივნისი 2021 14:39
2
წარმატებები ქეცბას კვიპროსის ყველა გუნდის წინააღმდეგ და არა მარტო კვიპროსის! მხოლოდ ქართულ კლუბთან არა. ეს ბომბა სამეული კი იმედია მთელ კონცენტრაციას კლუბს მოახმარენ და ნაკრებს შეეშვებიან
llcl
04 ივნისი 2021 12:57
1
არაკომპეტენტური მოსაზრება ასე შევაფაებდი.
გიზოგ
04 ივნისი 2021 13:19
2
Bomba raa. tasis mflobeli gundidan dzlivs sherchenilshi gadabargeba, tanac kviprosshi. Amat yazaxetis gundebic ki mougeben yvelgan. tu saqme fulze iyo wasuliyo yazaxetshi da 3-jer metsac gadauxdidnen.
.......
04 ივნისი 2021 12:56
0
ამ საიტის მომხმარებელთა და კომენტატორთა უმეტესობა ან უმუშევარია, ან დაცვაშია ან მძღოლი. აბა ავტოგოლა და მდინარაძე ფულისა და პარტიის კეთებაში არიან გართულები. ახლა რომელიმე თქვენგანს ორჯერ მეტი ხელფასი რომ ვინმემ შემოგთავაზოთ სიხარულით არ გადაბარგდებით ახალ სამსახურში? აგია ჩემი კომენტარი.
კოხორა
04 ივნისი 2021 12:39
3
მაგათ ქეცბაიას ხათრი ქონდათ და იმიტომ გამოსდიოდათ რაღაცა, ეხლა კი მიშვებენ გრუზინულ-ჯიგრულ პონტში.
სააკაძე
04 ივნისი 2021 11:48
2
ამათი კაცობა და მენტალობა აქ გამოჩნდა.
04 ივნისი 2021 10:54
6
ახლა დაერხა აპოელს, ჩემპიონობა კიარა ხუთეული ექნება სანატრელი :)
sormona
04 ივნისი 2021 10:30
1
ეს ტრანსფერი ქეცბაიას ნაჩალიჩარი იქნება, კონკურენტის დასუსტება თუ გინდა, მიყედე ქვილითაია და იყავი მშვიდად. ელოდოს ახლა როდის დაინიშნება პენალტი
David
04 ივნისი 2021 09:37
3
მადლობა მაინც გადაუხადეს ქეცბაიას?
???
04 ივნისი 2021 09:08
0
...ფიფამ გადაწყვიტა........აპოელს გადაარქვან სახელი და უწოდონ ნიუ ბარსარეალი......და ეს მოხდა სატრანსფერო ბომბის აფეთქების მერე!!!!!!!! ქვილითაია და ოქრიაშძვილი ერთ გუნდში ითამაშებენ...ავი ენები იმასაც კი აჭარტალებენ რომ დაუშვილიც იქ გადადის და უშლემოთ ითამაშებსო....ჰალილუია.....მამარდაშვილი გამოჩურჩუტდა რა უნდა ლა ლიგაში????? აჰა პოელი და მისი ჯანი..წარმოიდგინე ქეცბაც იქინე და პლანეტშორის მატჩი მარსის მერსაიდი ჰა პოელის წინააღმდეგ....ორმოციათასი ჟურნალისტი ყველა პლანეტიდან!!!!თუ ოცნებაა ოცნება იყოს!!!! კაშია დგას და კვირკველიას და მთელ გუნდს ხელებით ჯადოსნურ ჯოხს უქნევს და არაორაზროვნად ანიშნებს არიქა არავინ გაგეპაროთ მარსიმერსაიდელების გუნდიდანო ( ყველამ ვიცით რამხელა გავლენა აქვს კაშიას ხელების აწევას..აბა რაა!!)
ნუგზარ ნუცუბიძე
04 ივნისი 2021 07:38
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული