"ვიცი, ვერ გამიგებთ, მაგრამ..." - ქვილითაიამ ახსნა, რატომ გადავიდა "ანორთოსისიდან" "აპოელში"

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი ქვილითაია კვიპროსული "აპოელის" ფეხბურთელი გუშინ ოფიციალურად გახდა.

ფორვარდი სოციალური ქსელის მეშვეობით "ანორთოსისის" ფანებს დაემშვიდობა და იქვე ახსნა, რატომ დატოვა ფამაგუსტური გუნდი.

როგორც ირკვევა, "ანორთოსისს" "გენტისთვის" ქვილითაიას გამოსასყიდი თანხის გადახდა არ შეეძლო.

"ჩემი ცხოვრების ახალ ეტაპს ვიწყებ... ვიცი, რომ "ანართოსისის" ვერცერთი ფანი ვერ გამიგებს და მე მათი სრულიად მესმის.

"ანართოსისს" არ შეეძლო ჩემი "გენტიდან" გამოსყიდვა და გუნდი ზუსტად ამ მიზეზის გამო დავტოვე.

ტიტული, რომელიც მე მათთან ერთად მოვიგე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. არასოდეს დამავიწყდება ჩვენი გულშემატკივრების ემოციები.

დიდი მადლობა კლუბს, ფანებსა და პერსონალურად თემურ ქეცბაიას. "ანორთოსისის" გულშემატკივრად დავრჩები და მათ ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ", - წერს ქვილითაია.

მკითხველის კომენტარები / 4 /
სამწუხაროდ ევროპა მისთვის დამთავრადა! კვიპროსის შემდეგ უკვე ძნელია ევროპისკენ გახედვა! ისევე როგორც ოქრიაშვილი.ისინი მაქსიმუმ ამის შემდეგ ყაზახეთს და აზერბაიჯანს დონეს თუ მიაღწევენ!
kaxa
14:03 04-06-2021
6
ვინმე ფლოობთ ინფოს ხარაიშვილს რატო არიძახიან ნაკრებში? დვალი თუ აკმაყოფილებს და კუხიანიძე ხარაიშვილმა რადააშავა ამხანაგურ თამაშებში მაინც რომიიღოს მონაწილეობა?!
beqa
17:36 04-06-2021
9

სიახლეები პოპულარული