სატრანსფერო ბომბი - ქვილითაიას შემდეგ "აპოელმა" ოქრიაშვილიც გადაიბირა!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი "ანორთოსისიდან" "აპოელში" გადავიდა.

კვიპროსული პრესა აცხადებს, რომ ქვილითაიას შემდეგ "აპოელმა" ოქრიაშვილიც გადაიბირა და სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

ოქრიაშვილი უკვე თავისუფალი აგენტი იყო, "ომონიასთან" აწარმოებდა მოლაპარაკებას, მაგრამ საბოლოო არჩევანი "აპოელის" სასარგებლოდ გააკეთა.

სატრანსფერო ბომბი - ასე აფასებს 24sports-ი განხორციელებულ ტრანსფერებს. კლუბის პრეზიდენტ პროდრომოს პეტრიდესს აღფრთოვანებული გულშემატკივრები სოციალურ ქსელებში მადლობას უხდიან და გუნდის აღორძინების იმედს გამოთქვამენ.

"ახლა უკვე ჩეპიონები უნდა გავხდეთ, ევროტურნირებზე დავბრუნდეთ და სეზონური აბონემენტები სასწრაფოდ შევიძინოთ", - წერენ ქომაგები.

არაა გამორიცხული, "აპოელში" ფამაგუსტური გუნდიდან ბუბა დაუშვილი
გადავიდეს. მოკლედ, თემურ ქეცბაიას "ანორთოსისში" ახალი გუნდის აწყობა მოუწევს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ვერ ვსედავ ამ ბიჭებში რაიმე რესურს ნაკრების დონეზე აღზევების,ოქრის იმედი კიდევ მრჩება, მაგრამ ბევრი არა, ძალიან მწირი შესაძლებლობების ფონზე სანიოლს გაუჭირდება შედეგის დადება, ესაა რეალობა. სამწუხაროდ სულ 3-4 ფეხბურთელია ვინც საშუალო ევროპულ დონესთან მიახლოებულია, ზოგიერთს შეიძლება ყარაულის თოფივით გაუვარდეს და თუ დაამთხვიეს 4-5 მაინც შეიძლება მხოლოდ ეპიზოდურ სენსაციებსაც გამოვკრათ ხელი, სულ ეგ არის რისი მოლოდინიც შეიძლება გვქონდეს არესებულიუ კონტიგენტით, ევროპაზე მოხვედრა წინ წაგვწევდა რაღაც ,,პონტში" თორემ სირცხვილსაც ბევრს გვაჭმევდა. ვნახოთ 6 ში რის გამოსწორებას შევძლებთ. იქნებ 2-ზე მეტი არ გავუშვად, ან დავათვროდ წინა დღით......
გუსანი
14:39 04-06-2021
2
წარმატებები ქეცბას კვიპროსის ყველა გუნდის წინააღმდეგ და არა მარტო კვიპროსის! მხოლოდ ქართულ კლუბთან არა. ეს ბომბა სამეული კი იმედია მთელ კონცენტრაციას კლუბს მოახმარენ და ნაკრებს შეეშვებიან
llcl
12:57 04-06-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული