"ფეხბურთისგან შესაბამისი სიამოვნება ვერ მივიღე..." - ოთარ კაკაბაძე "ტენერიფედან" წამოვიდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების 25 წლის მცველმა ოთარ კაკაბაძემ ესპანური "ტენერიფე" დატოვა და თავისუფალი აგენტია. ამის შესახებ მან საკუთარ "ინსტაგრამზე" პოსტი გამოაქვეყნა:

"ტენერიფეში" ჩემი კარიერა დასრულდა. სპორტული კუთხით ძალიან რთული წელი გამოდგა და პანდემიიდან გამომდინარე, ფეხბურთისგან შესაბამისი სიამოვნება ვერ მივიღეთ.

კლუბში დიდ ადამიანებსა და პროფესიონალებთან ერთად ვიყავი და ამით განსაკუთრებული გამოცდილება შევიძინე.

მადლობას ვუხდი "ტენერიფეს" თითოეულ პერსონალს, ჩემს თანაგუნდელებსა და გულშემატკივრებს."

კაკაბაძე "ტენერიფეს" შვეიცარიული "ლუცერნიდან" 2020 წელს შეუერთდა. ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მას "ხიმნასტიკშიც" უთამაშია, იყო დანიური "ესბიერგის" წევრი.  მცველმა კარიერა თბილისის
"დინამოში" დაიწყო. ოთარს საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 41 მატჩი აქვს გამართული.

altმიზანი "ლა ლიგასა" და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია - ოთარ კაკაბაძე წარსულსა და მომავალზე




მკითხველის კომენტარები / 8 /
წელს,ვერც თვითონ ოთარი იყო ძველებური.რაღაც მოაკლდა მის თამაშს,კლუბშიც და ნაკრებშიც.ალბათ სიმწვავე,აზარტი...არ ვიცი რა,მაგრამ ეს ის ოთარი აღარ იყო.კარგ გუნდს,კარგ კონტრაქტს და კარგ თამაშს ვუსურვებ,მომავალში
სოსო
14:34 11-06-2021
0
გელოდებით მშობლიურ გუნდში...
დინამო გულის ფიცარზე...
14:55 11-06-2021
3

სიახლეები პოპულარული