სლუცკი კვარაცხელიას და დავითაშვილს ელის

AutoSharing Option
"რუბინმა" შეკრება არასრული შემადგენლობით დაიწყო. მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ კლუბის საიტთან განაცხადა, რომ ყველა ფეხბურთელი 20 ივნისს უნდა გამოცხადდეს და რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილს ელის.

"რუბინი" გულშემატკივრებს მოუწოდებს, Tuttosport-ის მიერ ორგანიზებულ Golden Boy 2021-ის ჯილდოსთვის ნომინაციაში კვარაცხელიას მისცენ ხმა.

სლუცკის თქმით, პირველი კვირა ყველაზე მძიმე იქნება, რადგან დღეში ორჯერად ვარჯიშებს ჩაატარებენ, შემდეგ კი საკონტროლო მატჩები დაიწყება.

ჩემპიონატის პირველ ტურში ყაზანური გუნდი ივლისის ბოლოს "სპარტაკს" უმასპინძლებს.

კვარაცხელიას ტრანსფერზე მოლაპარაკებები რამდენიმე დასავლურ კლუბთან მიმდინარეობს, თუმცა ჯერ კონკრეტული ინფორმაცია არ
გავრცელებულა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
რავიცი, თქვენთვის რომ გვეკითხა, კვარას ლიდსი, რეალი, დორტმუნდი, იუვენტუსი და მილანი ელოდნენ და ისევ სლუცკი თუ ელის, ვერაა კარგი ამბავი.
1
xvicha chven gvjera sheni.da achvene sheni tamashi msoflios.shen gaqvs magis talanti
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული