"კვარაცხელიას ნატურალიზება რომ მოგვეხერხებინა..." - რუსული მედია ფანტაზიებში გადავიდა

AutoSharing Option
რუსული გამოცემა capitalsport-ი ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ნატურალიზებული მოთამაშეების კრახზე საუბრობს და იმ ვარიანტზე გვესაუბრება, თუკი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის მოქალაქეობას მიიღებდა და მათ ეროვნულ ნაკრებში ითამაშებდა.

პუბლიკაციაში ხაზგასმულია, რომ ხვიჩასთან ერთად საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ სუსტი მეტოქეები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ვერ შეძლო.

"რუსეთის ნაკრებში ხუთი მოთამაშის ნატურალიზაცია მოხდა, მაგრამ წარმატება მხოლოდ ერთმა მოუტანა - ცსკა-ს მცველმა მანუელ ფერნანდესმა. ამრიგად, რუსეთში თანამედროვე ფეხბურთში ნატურალიზაცია უფრო მეტ კითხვას ბადებს, ვიდრე დადებით შედეგს, მაგრამ ეს ტენდენცია შეიძლება შეიცვალოს.

რუსებს შეუძლიათ საკუთარ ნაკრებში
ათამაშონ უცხოეთიდან ჩამოსული ის ფეხბურთელები, რომლებიც ძლიერად ითვლებიან თავიანთ სამშობლოში, მაგრამ ობიექტური მიზეზების გამო ეროვნული გუნდის შემადგენლობაში დიდ ტურნირებში მონაწილეობას ვერ იღებენ.

მაგალითად, ავიღოთ ხვიჩა კვარაცხელია. სულ ახლახან საქართველოს მთავარ გუნდში მისი დებიუტი შედგა და უკვე მოახერხა სამი გოლის გატანა, მათ შორის, ესპანეთის ნაკრების კარში. საბოლოო ჯამში, ხვიჩას პერიოდში ქართველებმა რვა შეხვედრიდან მხოლოდ ორში გაიმარჯვეს - ისიც ბელორუსთან და ესტონეთთან. გარდა ამისა, საქართველომ ხელიდან გაუშვა ევრო 2020-ზე გასვლის შანსი - კვარაცხელიას გარეშე ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა. დიახ, კოსოვომაც, რომელიც მის ჯგუფში აუტსაიდერად მიიჩნევა, შესაძლოა,  საქართველოს უსიამოვნო სიურპრიზი მოუწყოს.

კვარაცხელიასთან ერთად ყველაფერი სხვაგვარად შეიძლებოდა ყოფილიყო. პირველ რიგში, თავად ქართველს მიმდინარე ევრო 2020-ზე ყველას მოხიბვლა შეეძლო; მეორეც, ჩერჩესოვის გუნდი მიიღებდა უმაღლესი კლასის ფეხბურთელს, რომელსაც შეეძლო შეხვედრების შედეგების ინდივიდიალურად  გადაწყვეტა (რაც მან "რუბინში" არაერთხელ აჩვენა); მესამე, მეტოქეები, მათ შორის, ზედა ნაწილები, რუსეთს სულ სხვაგვარად შეხედავდნენ; მეოთხე, ხვიჩასთვის ევრო 2020 უმაღლესი კლასის გუნდში მოსახვედრად დიდი პლაცდარმი იქნებოდა.

სამწუხაროდ, ეს ყველაფერი არ მოხდება, რადგან კვარაცხელიამ  საქართველოს ეროვნულ ნაკრებში უკვე ოფიციალური შეხვედრები გამართა... კვარაცხელიას ნატურალიზება რომ მოგვეხერხებინა, ბევრად უფრო ძლიერი ნაკრები გვეყოლებოდა".



მკითხველის კომენტარები / 9 /
ძმებო, არ აგიკვირდეთ, ეს ის ხალხია, რომლებმაც თავის დროზე შვედებს მიმართეს, ჩამოდით და იმეფეთ, კარგი მდელოები და მდინარეები გვაქვსო,,, თავის წიაღში ქვეყნის მმართველი ვერ გამონახეს...ეგ საცოდავები... მარტო ქარტველებს გვეცოდება ეს უსახური ხალხი...ვფიქრობ სხვაზე მეტად ჯიქია უშველით, ალბათ, გაჭირვებულებს... ბოლოს მასაც დაასხამენ თავს ლაფს, ქართველი იყო და ძალად არ თამაშობდაო
svano magarski
23:07 21-06-2021
2
რა უნამუსო ხალხია ეს რუსები კიდევ ერთხელ დაამტკიცეს...11უცხოელი რო გყავდეთ მაინც არაფერი გეშველებათ....მიეჩვივნენ სულ სხვა ეროვნების ხალხი რო აქაჩინებდა რუსებს და სახელი ბოლოს რუსების იყო როგორც ეხლა ჭიდაობაშია... ან ხაბიბია თუ ვიღაც ან სხვა კავკასიელები თავს რო დებენ კაცობაზე აღიაროს ყველამ რომ ნაღდ ქართველებამდე ძალიან ბევრი უკლიათ და ედოთ ისევ რუსების უღელი კისერზე.......
roma
21:17 21-06-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული