"რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ გუნდის სამზადისსა და ქართველი ლეგიონერების - ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის შესახებ "БИЗНЕС Online"-თან ისაუბრა. გუნდი ამჟამად ყაზანში ემზადება, 24 ივნისს კი პირველ ამხანაგურ მატჩს "ნიჟნი ნოვგოროდთან" ჩაატარებს.
- კვარაცხელიას წასვლის თაობაზე გავრცელებული ხმების გათვალისწინებით, რამდენად ძნელია მუშაობა? ითამაშებს თუ არა მომავალ სეზონში?
- ჩვენ მოცემულ მომენტში ლეგიონერებთან დაკავშირებით გადაჭარბება გვაქვს. ხვიჩას, ზურიკოს და ყველა დანარჩენის ჩათვლით, 11 გვყავს. გვესმის, სეზონისთვის განაცხადში მხოლოდ 8 მოთამაშის შეყვანა შეგვიძლია. ჯერ არ ვიცით, ვინ მოხვდება საბოლოო განაცხადში. სიტუაცია მრავალ
ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის იმ წინადადებებზე, რომლებითაც ფეხბურთელებს მიმართავენ. თუმცა გვესმის და ვაფასებთ ამ რისკებს. ვამზადებთ ვარიანტებს, რომლებიც გვექნება როგორც კვარაცხელიასთან ერთად, ასევე მის გარეშე.
- შესაძლო წასვლის თაობაზე ვითარება კვარაცხელიაზე აისახება?
- ჩვენ მოცემულ მომენტში ლეგიონერებთან დაკავშირებით გადაჭარბება გვაქვს. ხვიჩას, ზურიკოს და ყველა დანარჩენის ჩათვლით, 11 გვყავს. გვესმის, სეზონისთვის განაცხადში მხოლოდ 8 მოთამაშის შეყვანა შეგვიძლია. ჯერ არ ვიცით, ვინ მოხვდება საბოლოო განაცხადში. სიტუაცია მრავალ
- შესაძლო წასვლის თაობაზე ვითარება კვარაცხელიაზე აისახება?
- არანაირად. არ ჩანს, რომ მას ეს თემა დამატებით აწუხებს. არის უკანა ზედა ბარძაყის დარჩენილი პრობლემები. ეს ტრავმა სეზონის ბოლოს მიიღო. ახლა ერთჯერად რეჟიმში მუშაობს. დღეს მხოლოდ საღამოს ივარჯიშებს, ხოლო დილით ტესტს გაირბენს. ეს არანაირად არ ეხება მის შესახებ გავრცელებულ სატრანსფერო ხმებს.