საქართველოს ნაკრების 32 წლის ნახევარმცველმა ბუბა დაუშვილმა "ანორთოსისი" დატოვა და "აპოელთან" ორსეზონიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას ნიქოზიური კლუბი თავისი საიტით ავრცელებს.
დაუშვილმა "ანორთოსისთან" გაისამდე მოქმედი ხელშეკრულება გაწყვიტა და "აპოელში" თორნიკე ოქრიაშვილთან და გიორგი ქვილითაიასთან ერთად ითამაშებს, რომლებმაც ასევე თემურ ქეცბაიას გუნდი დატოვეს.
"აპოელი" გასულ სეზონში კვიპროსის ჩემპიონატზე მერვე ადგილზე გავიდა.
"აპოელი" გასულ სეზონში კვიპროსის ჩემპიონატზე მერვე ადგილზე გავიდა.