კვიპროსული "ანორთოსისის" პრეზიდენტმა დიმიტრის კრისტოფორუმ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ მურთაზ დაუშვილის შესახებ კომენტარი გააკეთა:
”ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, თუ რა პოზიცია აქვს ფეხბურთელს იმ ხმებთან დაკავშირებით, რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ვკითხულობთ. ამის შესახებ დაუშვილს აცნობეს და შემდეგი ნაბიჯი კლუბის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება და იმის გაკეთება იქნება, რაც ფეხბურთელის მომავლისთვისაა საჭირო.
სხვა კომენტარის გაკეთება არ შემიძლია, რადგან ეს საკითხის იურიდიული მხარეა. რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ სანამ არ გაირკვევა ყველაფერი, რაც ქართველ ნახევარმცველს ეხება, ის ჩვენს გუნდთან ერთად არ იქნება.
როდესაც კონტრაქტებია, "ანორთოსისი" პატივს სცემს მათ და ეს უნდა გააკეთოს ყველამ, ვისაც გუნდთან ხელშეკრულება აკავშირებს”.
შეგახსენებთ, 32 წლის დაუშვილზე ბოლო პერიოდში კვიპროსული მედია წერდა, რომ ფეხბურთელმა შვებულება გააგრძელა და ის კონტრაქტის გაფორმებას "აპოელთან" აპირებს, სადაც ახლახან თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია გადაბარგდნენ.
”ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, თუ რა პოზიცია აქვს ფეხბურთელს იმ ხმებთან დაკავშირებით, რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ვკითხულობთ. ამის შესახებ დაუშვილს აცნობეს და შემდეგი ნაბიჯი კლუბის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება და იმის გაკეთება იქნება, რაც ფეხბურთელის მომავლისთვისაა საჭირო.
სხვა კომენტარის გაკეთება არ შემიძლია, რადგან ეს საკითხის იურიდიული მხარეა. რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ სანამ არ გაირკვევა ყველაფერი, რაც ქართველ ნახევარმცველს ეხება, ის ჩვენს გუნდთან ერთად არ იქნება.
შეგახსენებთ, 32 წლის დაუშვილზე ბოლო პერიოდში კვიპროსული მედია წერდა, რომ ფეხბურთელმა შვებულება გააგრძელა და ის კონტრაქტის გაფორმებას "აპოელთან" აპირებს, სადაც ახლახან თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია გადაბარგდნენ.
მომზადებულია philenews-ის მიხედვით