კვარაცხელიას ყაზანის მერმა მოუწოდა

AutoSharing Option
ყაზანის მერმა ილსურ მეტშინმა "რუბინის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას ურჩია, რომ კლუბიდან წასვლა არ იჩქაროს.

"რა თქმა უნდა, ეს გუნდისთვის დანაკლისი იქნება, თუმცა ეს ის კლუბი არაა, რომელიც გამორჩეულ ფეხბურთელებს წასვლის საშუალებას არ აძლევს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ის ევროპის კაშკაშა ფეხბურთელი გახდება, თუმცა ამ მომენტისთვის, ვფიქრობ, რომ ხვიჩამ წასვლა არ უნდა იჩქაროს" - განაცხადა მეტშინმა SE-სთან ინტერვიუში.

გასულ სეზონში 20 წლის ქართველმა ნახევარმცველმა მონაწილეობა 23 შეხვედრაში მიიღო, თავი კი 4 გოლითა და ამდენივე ასისტით გამოიჩინა.

კვარაცხელიას "რუბინთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე
აკავშირებს, ავტორიტეტული Transfermarkt-ი კი ფეხბურთელის სავარაუდო ფასს 18 მილიონ ევროს ვარაუდობს.

მომზადებულია sport-express-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 21 /
რატო არ ვუშვებთ, რომ ჩვენ ბიჭებს ძალიანაც აწყობთ რუსეთის ჩემპიონატები, პირველი ის რომ, მაგ დონეზე კარგად ჩანან და ნაკრები გარანტირებული აქვთ და მეორე უდიდესი ანაზღაურება, ამხელა ხელფასს რასაც ჩვენები რუსეთში იღებენ, ევროპის რამოდენიმე კლუბი თუ გადაიხდის, აბა გიჟი იყო კვირკველია, ჯანო, და ბევრი სხვა. აბა ნახეთ ჩვენი არველაძე ვატო, ან ნინუა ან ქოჩორაშვილი, რამდენი ხანია სკამს ხეხავენ და რუსეთთან შედარებით კაპიკება უხდიან. ეს ხვიჩაც ფიქრობს, თუ იქნება "ბავარია", "იუვე" ან "რეალი" კი ბატონო გარისკავს და წავა, თუმცა უდიდესს კონკურენციაში ერთვება. სხვაგან რატო წავა? უმაღლესი ხელფასი, "რუბინის" ლიდერი, ჩანს, ნაკრებში იძახებენ, მეტი რა უნდა? რატო უნდა გარისკოს? ვაი და ვერ გაქაჩა ევროპის ტოპ-კლუბის დონე, დაჯდა სკამზე, ფაფუ ნაკრები და pr-ი, არი ეხლა შოკოლადში და ვფიქრობ სწორადაც ფიქრობს. ჩვენ საკუთარი ამბიცია გვალაპარაკებს, არიქა წადი! წადი! ადამიანია და სწორ ანალიზს აკეთებს. თან ზევით ნათქვამი მაგალითებიც აქვს.
ჯაბა
16:51 26-06-2021
1
მეგობრებო, ის კაცი ყაზანის მერია და უნდა ძლიერი გუნდი ჰყავდეს ისეთი, რომელიც მსოფლიო მაშტაბით ითამაშებს ფეხბურთს! ამისათვის სჭირდება ძლიერი,ნიჭიერი, ტოპ-ფეხბურთელები რუბინში! ასეთი ერთი უკვე ჰყავს კვარაცხელია და მას უნდა ის რუბინში. რა არის აქ გასაკვირი და დასაძრახი?! ხომ არ დაუპატიმრებია?! თქვა კაცმა თავისი გულის ნადები! არ გინდათ ახლა ვინალდუმი, დეპაი და ჰოლანი თბილისის დინამოში?!
aburjga
14:18 26-06-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული