გამარჯვება უკვე რეალურია - კვარაცხელია პირველადგილოსანს მიუახლოვდა!

AutoSharing Option
Tuttosport-ის მიერ ორგანიზებულ Golden Boy 2021-ზე ხვიჩა კვარაცხელიას მხარდამჭერთა ყველაზე დიდი პროგრესი აქვს და ის უკვე 46 452 ხმას (21.3%) შეადგენს. ქართველი ფეხბურთელის გამარჯვება უკვე შეუძლებელი სულაც არაა, რადგან პირველადგილოსანს, "ბეშიქთაშის" მეკარე ერსინ დასტანოღლუს 86 912 ხმა (39.8%) აქვს მოპოვებული.

შეგახსენებთ, დასტანოღლუს პირველი დღის შემდეგ 60 პროცენტზე მეტი მხარდამჭერი ჰყავდა, ქართველ ფეხბურთელს კი ხმების დაახლოებით 3% ჰქონდა. როგორც ხედავთ, რამდენიმე დღეში მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა.

უკვე შეიძლება ითქვას, რომ პრიზის მოპოვებაში მესამე პრეტენდენტი ვეღარ ჩაერევა, მხოლოდ კვარაცხელიას შეუძლია, თურქ მეკარეს აჯობოს
და პრესტიჟული ჯილდო მოიპოვოს.

ხმის მიცემა ამ ბმულზე შეგიძლიათ


altმხოლოდ ერთი მეტოქე კვარაცხელიაზე წინ - Golden boy 2021


მკითხველის კომენტარები / 4 /
ხალხოო მგონი ყოველ 10 წუთში ერთხელ შეიძლება ხმის მიცემა ! მე ეხლა ნახევარ საათში სხვადასხვა ბმულიდან სამჯერ მივეცი ხმა და სამივეჯერ დაფიქსირდა ! გააქტიურდიიით !
ზურა222
02:08 24-06-2021
2
მე როგორც ვიცი ნოემბრამდეა ხმების მიცემა ასე რომ აუცილებლად ვაჯობებთ იმ თურქ ოღლუს ამისთვის აუცილებელია გააქტიურება !
ზურა222
01:49 24-06-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული