კვარაცხელიას ყაზანის მერმა მოუწოდა

AutoSharing Option
ყაზანის მერმა ილსურ მეტშინმა "რუბინის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას ურჩია, რომ კლუბიდან წასვლა არ იჩქაროს.

"რა თქმა უნდა, ეს გუნდისთვის დანაკლისი იქნება, თუმცა ეს ის კლუბი არაა, რომელიც გამორჩეულ ფეხბურთელებს წასვლის საშუალებას არ აძლევს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ის ევროპის კაშკაშა ფეხბურთელი გახდება, თუმცა ამ მომენტისთვის, ვფიქრობ, რომ ხვიჩამ წასვლა არ უნდა იჩქაროს" - განაცხადა მეტშინმა SE-სთან ინტერვიუში.

გასულ სეზონში 20 წლის ქართველმა ნახევარმცველმა მონაწილეობა 23 შეხვედრაში მიიღო, თავი კი 4 გოლითა და ამდენივე ასისტით გამოიჩინა.

კვარაცხელიას "რუბინთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე
აკავშირებს, ავტორიტეტული Transfermarkt-ი კი ფეხბურთელის სავარაუდო ფასს 18 მილიონ ევროს ვარაუდობს.

მომზადებულია sport-express-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 21 /
ეს ბოიჭი რო ამ ზაფხულს ევროპაში არ წავიდეს მისი აგენტი ყოფილა დიდი გაიძვერა ვინმე. დაღუპავს ამ ბიჭს((( ისევ იმ ჭაობში ტოვებს?..
ირაკლი
14:43 25-06-2021
13
დაიწყეთ უკვე გაპრავება რატო არ გადავიდა ტოპ კლუბში? ყაზანს უერთგულაო მერე დაამატეთ.
მე
15:01 25-06-2021
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული