"სლოვანმა" ისევ როტაციას მიმართა, კანკავა კი სასტარტოში იყო და 23-ე წუთზე ანგარიში 3:0 გახადა - ბურთი საჯარიმოსთან ახლოს მიიღო, სწრაფად გაერკვა სიტუაციაში და მოწინააღმდეგის მეკარეს მშვენივრად დაურტყა.
ჯაბამ 75 წუთი ითამაშა, ხოლო "ჯვაროსნების" ვიცე-კაპიტან გურამ კაშიას მატჩის ბოლო 15 წუთი დაეთმო. შეგახსენებთ, ავსტრიულ "კაფენბერგთან" შეხვედრაში კანკავამ საგოლე შეტევა წამოიწყო.
"კაფენბერგისა" და რუსული "ორენბურგის" შემდეგ, ვაისის გუნდმა უკვე მესამე შეხვედრაში გაიმარჯვა. ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპამდე, რომელიც სლოვაკურმა გუნდმა ირლანდიის ჩემპიონ "შემროკთან" უნდა გამართოს (7 და 13 ივლისს) ბრატისლაველები კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს ვახტანგ ჭანტურიშვილის "ზლინთან" გამართენ. ამ მატჩებში კლუბს სლოვაკეთის ნაკრებიდან დაბრუნებული ვლადიმირ ვაისი-უმცროსიც დაეხმარება.
"ნამდვილად 35 წლისაა?" - "სლოვანის" ფანები კანკავათი და კაშიათი აღფრთოვანებული არიან
"სლოვანმა" ისევ გაიმარჯვა, ვაისი კაშიასა და კანკავას აქებს
კაშიასა და კანკავას მიმართ მოკლევადიანი გეგმები გვაქვს - "სლოვანის" გენდირექტორი
ვაისის, კანკავასა და კაშიას პირველი შეხვედრა - მზადება ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოსთვის