მატჩის შემდეგ ვლადიმირ ვაისი კლუბის ოფიციალურ გვერდს ესაუბრა. სლოვაკი სპეციალისტი ქართველ ლეგიონერებსა და უეფას ახალ წესს შეეხო, რომლის მიხედვითაც, სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობა გაუქმდა:
"ახალი მოთამაშეები გუნდს ეტაპობრივად ეჩვევიან. გურამ კაშიას თამაშის ორგანიზება ეხერხება და საქართველოს ნაკრებში დიდი გამოცდილება
ირლანდიური "შემროკის" ფეხბურთელები საკმაოდ ბევრს იბრძვიან და მოძრაობენ. ასე რომ, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე რთული მოწინააღმდეგე გვეყოლება...
ვფიქრობ, უეფამ გონივრული გადაწყვეტილება მიიღო, რაც უფრო მეტად შეტევით ფეხბურთს ემხრობა. შესაძლოა, მეტი დამატებითი დრო ან პენალტების სერია ჩატარდეს."
ირლანდიურ "შემროკთან" დაპირისპირებამდე (7 ივლისი) "სლოვანი" კიდევ ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. გუნდთან ერთად უკვე ვლადიმირ ვაისი-უმცროსიც იქნება, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა.
კაშიასა და კანკავას მიმართ მოკლევადიანი გეგმები გვაქვს - "სლოვანის" გენდირექტორი
ვაისის, კანკავასა და კაშიას პირველი შეხვედრა - მზადება ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოსთვის